დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურაში ჰიდროტექნიკური კვლევების ლაბორატორიის ჩამოყალიბების მიზნით შესაბამისი ფინანსური რესურსის მოზიდვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2675 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022846 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2675
2016 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურაში ჰიდროტექნიკური კვლევების ლაბორატორიის ჩამოყალიბების მიზნით შესაბამისი ფინანსური რესურსის მოზიდვის შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურაში ჰიდროტექნიკური კვლევების ლაბორატორიის ჩამოყალიბების მიზნით შესაბამისი ფინანსური რესურსის მოზიდვის თაობაზე.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმართოს ავსტრიის Oesterreichische Kontrollbank AG-ს (OeKB), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურაში ჰიდროტექნიკური კვლევების ლაბორატორიის ჩამოყალიბების მიზნით, UniCredit Bank Austria AG-ისგან სესხის (7 მილიონი ევრო) გამოყოფასთან დაკავშირებით , რომლის ფინანსური პირობები სავარაუდოდ იქნება შემდეგი:
სესხის ხანგრძლივობა: 17 წელი, მათ შორის, 4 წელი შეღავათიანი პერიოდი;
წლიური საპროცენტო განაკვეთი: 0%;
ვალდებულების გადასახდელი: წლიური 0.5% (სესხის აუთვისებელ ნაწილზე);
ადმინისტრირების გადასახდელი: 0.5% (სესხის ოდენობის, ერთჯერადი გადასახდელი);
OeKB-ი ს საგარანტიო პრემია: წინასწარი გადასახდელი დაახლოებით 22 ათასი ევრო და ათვისებული და დაუფარავი სესხის ოდენობის 1% ყოველწლიურად;
OeKB-ი ს მომსახურების გადასახადი : 1,440 ევრო (ერთჯერადი გადასახდელი).
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები