,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი`` საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე``

  • Word

დოკუმენტის ნომერი 195
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 03/06/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 57, 04/06/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 140.120.000.05.002.002
  • Word
195
03/06/2004
სსმ, 57, 04/06/2004
140.120.000.05.002.002
,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი`` საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე``
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №195

2004 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 31.10.2003 წ., №126, მუხლი 1050) დამტკიცებულ იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივ ნუსხაში, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ნუსხის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში:

1. მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

2. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი;

3. ფინანსური პოლიციის:

ა) უფროსის მოადგილე;

ბ) სტრუქტურული ერთეულების უფროსები და მათი მოადგილეები;

გ) პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო ქვედანაყოფების უფროსი გამომძიებლები, გამომძიებლები, უფროსი ოპერატიული თანამშრომლები, ოპერატიული თანამშრომლები, უფროსი ინსპექტორები, ინსპექტორები, პოლიციელები;

დ) სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები.

4. საგადასახადო დეპარტამენტის:

ა) თავმჯდომარის მოადგილეები;

ბ) საოლქო ინსპექციის უფროსები, მსხვილ გადამხდელთა და აქციზის გადამხდელთა ინსპექციის უფროსები.

5. საბაჟო დეპარტამენტის:

ა) თავმჯდომარის მოადგილეები;

ბ) დაცვის სამმართველოს თანამშრომლები;

გ) საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები;

დ) რეგიონალური საბაჟოს უფროსები და მათი მოადგილეები;

ე) საბაჟო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსები;

ვ) საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსები და მათი მოადგილეები;

ზ) საბაჟო გამშვები პუნქტების ცვლის უფროსები.“.

მ. სააკაშვილი