ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №21 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №21 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/01/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 10/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016233
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4
10/01/2017
ვებგვერდი, 12/01/2017
010250050.35.121.016233
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №21 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ვანის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/01/2017 - 07/02/2017)

 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2017 წლის 10 იანვარი

ქ. ვანი

 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №21 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებაში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

      საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ვანის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2014 წლის  15 ივლისის  №21 დადგენილებით დამტკიცებულ „ვანის მუნიციპალიტეტის  გამგეობის   დებულებაში“ და დებულების მე-12 მუხლის მეხუთე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვების საფუძველზე მიმდინარე მშენებლობების ზედამხედველობა და მშენებლობის ხარისხზე კონტროლის დაწესება; ადმინისტრაციულ დარღვევაზე ზედამხედველობის კონტროლის განხორციელება, მათი დარღვევის სახეობის მიხედვით აღრიცხვა, რეაგირება და აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნა; ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირება; გარე ვაჭრობისა და ავტოპარკირების ადგილების მოწესრიგება; არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა, ობიექტების ექსპლოატაციაში მიღება; მუნიციპალიტეტის სივრცით ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი