დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2 |
დოკუმენტის მიმღები | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 09/01/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/01/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 019002020.35.109.016207 |
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 68-ე და მე-80 მუხლების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2016, საიდენტიფიკაციო კოდი: 190020020.35.109.016203) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
ა)
დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი მუხლის ,,ა“ პუნქტის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა.ბ) გადასახდელები 7297,7 ათასი ლარი;“; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
|
ბ.ა)
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“; |
ბ.ბ)
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“; |
ბ.გ)
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1623.1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1703.1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
“; |
ბ.დ)
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 9. მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“; |
ბ.ე)
მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -581.5 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება -581.5 ათასი ლარის ოდენობით.“; |
ბ.ვ)
მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, გაზმომარაგებისა და წყალმომარაგების სამუშაოები, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.2.4 პარკების სკვერებისა და მათი მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობა (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა, ფეხით მოსიარულეთა ტროტუარების მოწყობა, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება, არსებული შადრევნების ექსპლოატაცია და საჭიროების შემთხვევაში მათი რეაბილიტაცია. 2.2.5 საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და ექსპერტიზის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 02 05) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება 2016 წელს შესასრულებელი სამუშაოების პროექტირებისა და შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზის ხარჯები, რაც განაპირობებს კარგად შესრულებულ სამუშაოებს. 2.3.3 სოფლის მხარდაჭერის პროგრამა(პროგრამული კოდი 03 05) სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფლის მოსახლეობის მიერ სასოფლო კრებებზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად გამოვლენილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. 2.3.6 სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 05) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია.“ ; |
ბ.ზ)
მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები 7297,7 ათ. ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები