„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 6 აგვისტოს №01-33/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 6 აგვისტოს №01-33/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-3/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 11/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016419
01-3/ნ
11/01/2017
ვებგვერდი, 12/01/2017
470230000.22.035.016419
„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 6 აგვისტოს №01-33/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-3/ნ

2017 წლის 11 იანვარი

ქ. თბილისი

 

„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 6 აგვისტოს №01-33/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 6 აგვისტოს №01-33/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 06/08/2013;470230000.22.035.016216) დამტკიცებული №1 დანართის (სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესი) მე-3 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. „დაწესებულების  ტიპის“ ბლოკში მრავალპროფილური სტაციონარული დაწესებულების (05) ან მონოპროფილური (სპეციალიზებული) სტაციონარული დაწესებულების (06) მითითებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას შემდეგი მოთხოვნები:

ა) მონოპროფილური (სპეციალიზებული) სტაციონარული დაწესებულება (06) - სპეციალიზებული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც აწარმოებს მხოლოდ ერთ ჯგუფში  შემავალი დაავადებების/მდგომარეობების (მაგ.: გულსისხლძარღვთა, ფსიქიატრიული, ნარკოლოგიური, ენდოკრინული და სხვა) მართვას, ამ ჯგუფისათვის შესაბამისი სრული ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსების უზრუნველყოფით, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან, ნევროლოგიური და კარდიოლოგიური ბაზისური სერვისების შემთხვევაში (რომელიც განსაზღვრულია „სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016  წლის 4 მარტის №01-9/ნ ბრძანებით ), მონოპროფილურად ჩაითვლება სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც აწარმოებს მხოლოდ I, მხოლოდ II, მხოლოდ III ან ერთდროულად  I და II დონის სერვისებს. თუ აღნიშნული სპეციალიზებული სამედიცინო დაწესებულება I ან/და  II დონის სერვისებთან ერთად, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, აწარმოებს III დონის სერვისს, ის არ ჩაითვლება მონოპროფილურ სამედიცინო დაწესებულებად;

ბ) მრავალპროფილური სტაციონარული დაწესებულება (05) - სტაციონარული დაწესებულება, რომელიც აწარმოებს ორ ან მეტ  ჯგუფში  შემავალი დაავადებების/მდგომარეობების (მაგ.: გულსისხლძარღვთა, ფსიქიატრიული, ნარკოლოგიური, ენდოკრინული და სხვა) მართვას, თითოეული ჯგუფისათვის შესაბამისი სრული ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსების უზრუნველყოფით, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;

გ) პროფილის განსაზღვრის შემთხვევაში მხედველობაში არ მიიღება სტაციონარული დაწესებულების ნებართვას/სანებართვო დანართს დაქვემდებარებული დამხმარე სერვისები (მ.შ კლინიკო-დიაგნოსტიკური სერვისი, რეანიმაცია, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება (Emergency)).“.

მუხლი 2
სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის (www.moh.gov.ge) ელექტრონული ჯანდაცვის საინფორმაციო პორტალზე, პასპორტიზაციის მოდულში განთავსებული „დაწესებულების საპასპორტო მონაცემების“ (დანართი 1.1) შესაბამისობაში მოყვანა, ბრძანების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო