დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.120.016221 |
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ - ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-6 ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთი, შემდეგი ოდენობით:
ა) ქალაქის ტერიტორიაზე: ა.ა) საცხოვრებელ სახლის მშენებლობაზე 1 კვ. მეტრზე 0.5 ლარი; ა.ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებზე 1 კვ. მეტრზე 0.4 ლარი; ა.გ) სხვა ნაგებობებზე (მათ შორის, კომერციული საქმიანობის ნაგებობებზე და ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობაზე) 1 კვ. მეტრზე 1 (ერთი) ლარი. ბ) დაბისა და სოფლების ტერიტორიაზე: ბ.ა) საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე 1 კვ. მეტრზე 0.3 ლარი; ბ.ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებზე 1 კვ. მეტრზე 0.4 ლარი; ბ.გ) სხვა ნაგებობებზე (მათ შორის, კომერციული საქმიანობის ნაგებობებზე და ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობაზე) 1 კვ. მეტრზე 1 (ერთი) ლარი. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გადახდის თანდართული ინსტრუქცია (დანართი №1). |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის, ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის ნებართვისა და სატენდერო მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 22 ივნისის №59 დადგენილება. (საიდენტიფიკაციო კოდი №21002001035120004625); ბ) „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის, ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის ნებართვისა და სატენდერო მოსაკრებლების გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 22 ივნისის №60 დადგენილება (საიდენტიფიკაციო კოდი №21002001035120004626). |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
|
| მუხლი 1 |
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლით (შემდგომში – მოსაკრებელი) დაბეგვრის ობიექტია ახალი ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობი. |
| მუხლი 2 |
მოსაკრებლის გადამხდელია მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მაძიებელი პირი, რომელსაც სურვილი აქვს განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები. |
| მუხლი 3 |
მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა. |
| მუხლი 4 |
მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს:
ა) ქალაქის ტერიტორიაზე: ა.ა) საცხოვრებელ სახლის მშენებლობაზე 1 კვ. მეტრზე 0.5 ლარი; ა.ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებზე 1 კვ. მეტრზე 0.4 ლარი; ა.გ) სხვა ნაგებობებზე (მათ შორის, კომერციული საქმიანობის ნაგებობებზე და ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობაზე) 1 კვ. მეტრზე 1 (ერთი) ლარი. ბ) დაბისა და სოფლების ტერიტორიაზე: ბ.ა) საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე 1 კვ. მეტრზე 0.3 ლარი; ბ.ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებზე 1 კვ. მეტრზე 0.4 ლარი; ბ.გ) სხვა ნაგებობებზე (მათ შორის, კომერციული საქმიანობის ნაგებობებზე და ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობაზე) 1 კვ. მეტრზე 1 (ერთი) ლარი. |
| მუხლი 5 |
მოსაკრებელი გამოიანგარიშება ახალი ასაშენებელი ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ფართობის (კვადრატული მეტრობით) გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე. |
| მუხლი 6 |
მოსაკრებელი გადახდილი უნდა იქნეს ნებართვის მაძიებლის მიერ, შესაბამისი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ სამსახურში წარდგენამდე. |
| მუხლი 7 |
მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ბანკის მეშვეობით და იგი მთლიანად ჩაირიცხება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, შესაბამის სახაზინო კოდზე შეტანით. |
| მუხლი 8 |
მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, სამშენებლო ზედამხედველობის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები