დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 09/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280020.16.009.016202 |
|
„ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2014 წლის №10 დადგენილებით დამტკიცებული „ქსელის წესების“ (ვებგვერდი, 22.04.2014, სარეგისტრაციო კოდი: 300280020.16.009.016085) 62-ე მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ელექტროსადგურის გენერატორების მიერ გამომუშავებული, აგრეთვე საკუთარი და სამეურნეო საჭიროებისათვის დახარჯული ელექტროენერგია უნდა აღირიცხებოდეს ცალ-ცალკე, საანგარიშსწორებო, არანაკლებ 0.5 სიზუსტის კლასით. ამ მიზნით აღრიცხვა უნდა მოეწყოს: ა) გენერატორზე; ბ) საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორებზე; გ) აგზნების მოწყობილობებზე, თუ ისინი არ იკვებებიან საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორებით; დ) ხაზებზე ან ტრანსფორმატორებზე, რომლებითაც ხდება ელექტროენერგიის მიღება სამეურნეო საჭიროებისათვის.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. ელექტროსადგურებში, სადაც ტექნოლოგიურად გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ ან/და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული აღრიცხვის კვანძების ცალ-ცალკე მოწყობა, დასაშვებია ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის მოწყობა იმ წერტილში, რომელიც განკუთვნილია გენერაციის რეჟიმში კონკრეტული გენერატორის (აგრეგატის/გარდამქმნელის) მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობასა და მხოლოდ ამ კონკრეტული გენერატორის (აგრეგატის/გარდამქმნელის) საკუთარი მოხმარების ხარჯს შორის სხვაობის, ხოლო აღნიშნული გენერატორის გაჩერების პერიოდში მხოლოდ ამ აგრეგატის/გარდამქმნელის საკუთარი მოხმარების ხარჯის აღრიცხვისათვის.“; გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. დენის ტრანსფორმატორის ნომინალური მეორადი დენი უნდა იყოს 1 ან 5 ამპერი, დენური წრედი უნდა იყოს განმხოლოებული და მიერთებული მხოლოდ მრიცხველზე, ამასთან ამ წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში, დასაშვებია დენის ტრანსფორმატორის მეორადი დენური წრედი მიერთებული იყოს წინამდებარე წესებით განსაზღვრულ სხვა მოწყობილობებთან/საშუალებებთან, აღრიცხვის სიზუსტის მიმართ ამ წესებით დადგენილი მოთხოვნების უზრუნველყოფის პირობით. დენური კაბელის ეკრანი უნდა იყოს ყრუდ დამიწებული ერთ ადგილზე.“; დ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. მოცემული სიზუსტის კლასში მუშაობისათვის დენის ტრანსფორმატორის მეორადი წრედის დატვირთვა ვოლტამპერებში (ან ომებში) არ უნდა იყოს ნომინალური მნიშვნელობის 25%-ზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ნომინალური მნიშვნელობის 100%-ს, რომელიც მოყვანილია მის ფირნიშზე. დენის ტრანსფორმატორის მეორადი წრედის ნომინალური მნიშვნელობის არანაკლებ 25%-ით დატვირთვის მიზნით, დასაშვებია დენის ტრანსფორმატორის აღრიცხვის წრედში ჩართულ იქნეს შესატყვისი სპეციალური დანიშნულების მოწყობილობები/საშუალებები, აღრიცხვის სიზუსტის მიმართ ამ წესებით დადგენილი მოთხოვნების უზრუნველყოფის პირობით.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები