დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N19 პენიტენციური დაწესებულების - ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს N113 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/01/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/08/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.038.016768 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №19 პენიტენციური დაწესებულების –
ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №113 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №19 პენიტენციური დაწესებულების – ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №113 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/08/2015, 100020020.22.038.016528) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ცენტრის დირექტორს დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“. 2. მე-11 მუხლის „ი“ პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-13 მუხლის „ზ“ პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. 44-ე მუხლის მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „19. ამანათის/გზავნილის შემცველობის ჩამონათვალი რეგისტრირდება სპეციალურ ჟურნალში, შემდეგ ამანათი/გზავნილი გადაეცემა ადრესატს, რასაც იგი ადასტურებს ხელმოწერით.“. 5. 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის კორესპონდენცის გაგზავნა აკრძალულია.“. 6. 46-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 7. 48-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ცენტრში ხანმოკლე პაემანი, როგორც წესი, ხორციელდება მინის გამყოფი ბარიერის მიღმა. ცენტრის დირექტორის წინასწარი წერილობითი ნებართვით მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს ხანმოკლე პაემნის უფლება მინის გამყოფი ბარიერის გარეშე.“. 8. 83-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. თავისი ფუნქციების განხორციელების დროს ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდების მიზნით ცენტრის ოპერატიულ მორიგეს უშუალო კონტაქტი აქვს დეპარტამენტის ოპერატიული მართვისა და კოორდინაციის განყოფილებასთან.“. 9. 84-ე მუხლის:
ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. პირველ რიგში ხორციელდება ცენტრის სივრცეების შემოწმება/გადაბარება, ახალი
ცვლის
კორპუსის
ოფიცრის, ინსპექტორ-კონტროლიორების
და
წინა
ცვლის
კორპუსის
ოფიცრისა
და
ერთი
ინსპექტორ-კონტროლიორის
მიერ, რა
დროსაც
წინა
ცვლის
მეორე
ინსპექტორ-კონტროლიორი
განაგრძობს საგუშაგოზე (დანაყოფზე) საქმიანობას.“;
ბ) მე-14 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. ცენტრის სივრცეების შემოწმება/გადაბარების დასრულების შემდეგ წინა და ახალი სამორიგეო ცვლის კორპუსის ოფიცრები და ინსპექტორ-კონტროლიორები ერთობლივად ახორციელებენ საკნებისა და ბრალდებულების/მსჯავრდებულების შემოწმება/გადაბარებას, კერძოდ:
ა) საკნის კარების გაღებამდე წინა ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი მოუწოდებს ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს მოემზადონ შემოწმებისთვის;
ბ) წინა ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი აღებს საერთო საცხოვრებლის/საკნების კარებს და საცხოვრებელში შედიან წინა და ახალი ცვლის კორპუსის ოფიცრები და ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორები, რომლებიც:
ბ.ა) ამოწმებენ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, მათ ვიზუალურ მდგომარეობას, კომპეტენციის ფარგლებში გამოკითხავენ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ახდენენ მათ გადათვლას, ეცნობიან მათ პრობლემებსა და საჭიროებებს, აფრთხილებენ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს ცენტრის დღის განრიგით გათვალისწინებული აქტივობების თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი ნივთების იდენტიფიცირებისათვის იყენებენ პალატის/საკნის ბარათებს ან/და კარტოთეკას;
ბ.ბ) ამოწმებენ სველი წერტილების მდგომარეობას, განათებას, კედლებს, ფანჯრებს და ფანჯრის გარე ცხაურებს, მაგიდას, სკამებს, საწოლებს, ტუმბოებს, იატაკს, ჭერს, განათებას, ელექტროტექნიკას (არსებობის შემთხვევაში), სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას.
15. შესაბამისი დანაყოფის წინა და ახალი ცვლის კორპუსის ოფიცრები, ასევე წინა და ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორები ამოწმებენ ცენტრის ეზოს, კერძოდ: მოწმდება ეზოს ინვენტარი, ფანჩატურები, გრძელი სკამები, ტელეფონები ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კომუნიკაციისათვის, კორპუსის კედელზე გამავალი ხილული კომუნიკაციები, ეზოში სანიაღვრეები და ჭები, ეზოს კარებები, ეზოს გამწვანება, ეზოს სარწყავი სისტემები, შადრევნები, სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმები.“;
გ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პალატებში/საკნებში არყოფნის შემთხვევაში, მოწმდება მისი არყოფნის მიზეზები და საფუძვლიანობა და აისახება საგუშაგო უწყისსა და დანაყოფის სამორიგეო ჟურნალში. წინა სამორიგეო ცვლის კორპუსის ოფიცერი ახალი სამორიგეო ცვლის კორპუსის ოფიცერს გადასცემს გამომძიებელთან, ადვოკატთან, პაემანზე, სასამართლო პროცესზე მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოძახებაზე მოთხოვნის ბარათებს.“;
დ) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. ახალი ცვლის კორპუსის ოფიცერი წინა ცვლის კორპუსის ოფიცრისგან იბარებს პალატის/საკანის ბარათებს, საკომუნიკაციო საშუალებებს და მასზე განპიროვნებულ სხვა ნივთებს, რა მომენტიდანაც სამორიგეო ცვლა გადაბარებულად ითვლება.
ე) 23-ე და 24-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„23. საგუშაგოს მიღება-გადაბარების თაობაზე წინა
და
ახალი
ცვლის
კორპუსის
ოფიცრები ხელს
აწერენ
სამორიგეო
ჟურნალში, ხოლო
წინა
და
ახალი
ცვლის
ინსპექტორ-კონტროლიორები – წინა
ცვლის
საგუშაგო
უწყისში. მიღება-გადაბარების
შედეგების
შესახებ
ახალი
ცვლის
კორპუსის
ოფიცერი მოახსენებს
ოპერატიულ
მორიგეს, რომელიც
თავის
მხრივ
მოახსენებს
ცენტრის
დირექტორს
ან/და
დირექტორის
მოადგილეს
სამართლებრივი
რეჟმის
დარგში
და
აცნობებს
დეპარტამენტის ოპერატიული მართვისა და კოორდინაციის განყოფილებას.
24. წინა ცვლის კორპუსის ოფიცრები, ინსპექტორ-კონტროლიორები და ახალი ცვლის კორპუსის ოფიცრები იკრიბებიან დაქვემდებარების მიხედვით შესაბამის განყოფილების უფროსებთან და მოახსენებენ გადაბარების შედეგების შესახებ. წინა სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები მოახსენებენ სამოქმედო დანაყოფებზე არსებული ვითარების, პრობლემების და საქმიანობის შედეგების თაობაზე .“. 10. 85-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. შემოწმებას ახორციელებს სამორიგეო ცვლა კორპუსის ოფიცრისა და ინსპექტორ-კონტროლიორების შემადგენლობით.“. 11. 86-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჭიროებიდან გამომდინარე, სამორიგეო ცვლაში ცენტრის დირექტორის ბრძანებით იქმნება სარეზერვო ჯგუფი.“. 12. დებულების დანართი №2-ის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 – 29 პუნქტები: „21. მოხარშული ხორცი უძვლო (ერთდროულად არაუმეტეს 1 კილოგრამისა, დაჭრილ მდგომარეობაში). 22. მოხარშული ქათამი (ერთდროულად არაუმეტეს 1 ცალისა, დაჭრილ მდგომარეობაში). 23. გამდნარი ცხოველური ცხიმი (ქონი)/კარაქი (ერთდროულად არაუმეტეს 500 გრამისა). 24. ყველი (გარდა შებოლილი ყველისა) (ერთდროულად არაუმეტეს 2 კილოგრამისა). 25. ნიორი/ხახვი (გარჩეული) (ერთდროულად არაუმეტეს 1 კილოგრამისა). 26. სტაფილო/მწვანილი (ერთდროულად არაუმეტეს 1 კილოგრამისა). 27. კიტრი/პომიდორი (ერთდროულად არაუმეტეს 2 კილოგრამისა). 28. სალა (ერთდროულად არაუმეტეს 1 კილოგრამისა, დაჭრილ მდგომარეობაში). 29. ნამცხვარი (უკრემო) (ერთდროულად არაუმეტეს 1 კილოგრამისა, დაჭრილ მდგომარეობაში).“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები