დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №119 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/01/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.038.016767 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №119 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №119 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/08/2015, 100020020.22.038.016534) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) დაწესებულებაში განთავსებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე ზრუნვა, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ ასაკის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გათვალისწინებით;“; ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) დაწესებულებაში კულტურული, რელიგიური, სპორტული და სხვა სოციალური აქტივობების ორგანიზება, დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გათვალისწინებით;“. 2. მე-4 მუხლის: ა) მე-3 – მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დაწესებულების დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე – უსაფრთხოების, სამართლებრივი რეჟიმისა და სოციალურ დარგში. დაწესებულების დირექტორის მოადგილეების საკურატორო სფეროები განისაზღვრება მათი თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებით. 4. დაწესებულების დირექტორის მოადგილე სამართლებრივი რეჟიმის დარგში წარმართავს სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების საქმიანობას და უშუალოდ ხელმძღვანელობს განყოფილების მუშაობას. 5. დაწესებულების დირექტორის მოადგილე სოციალურ დარგში წარმართავს დაწესებულების ადმინისტრაციული, სოციალური და არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განყოფილებების საქმიანობას და უშუალოდ ხელმძღვანელობს განყოფილებების უფროსების მუშაობას.“; ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. უსაფრთხოების დარგში დაწესებულების დირექტორის მოადგილე წარმართავს უსაფრთხოების განყოფილების საქმიანობას და უშუალოდ ხელმძღვანელობს განყოფილების მუშაობას.“; გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება უშუალოდ ექვემდებარება დაწესებულების დირექტორს.“. 3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დაწესებულების დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე სამართლებრივი რეჟიმის დარგში, მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე უსაფრთხოების დარგში, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე სოციალურ დარგში.“. 4. მე-7 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) კომპეტენციის ფარგლებში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მიმართ დისციპლინურ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლა და დისციპლინური სახდელის შეფარდებასთან დაკავშირებით დაწესებულების დირექტორის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის ვიზირება;“. 4. მე-8 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება პირობით ვადამდე გათავისუფლების, დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლისათვის, შეწყალების კომისიისა და სხვა შესაბამისი ორგანოებისათვის წარსადგენად;“; ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ საქმის წარმოება;“; გ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) თვითდაზიანებისაკენ მიდრეკილი ან სუიციდის რისკის მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოვლენასა და მათთვის ფსიქო-სოციალური დახმარების გაწევაში სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტისათვის ხელშეწყობა, აგრეთვე, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის რისკის შესამცირებლად, დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილებისათვის სუიციდის რისკის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;“; დ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფ) ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის საბიბლიოთეკო მომსახურების გაწევა;“. 5. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ამანათების მიღება-გაგზავნის ორგანიზება/კონტროლი და მათი სათანადო წესით შემოწმება;“. 6. მე-10 მუხლის „ს“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 7. მე-15 მუხლის: ა) მე-14 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. შიდა კლასიფიკაციის საკანში მოთავსებისას დაწესებულების სოციალური ან/და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურე ბრალდებულს წერილობით გააცნობს პატიმრობის მოხდის პირობებს, თავის უფლებებს და მისდამი დაწესებულების მოსამსახურეების მოპყრობის წესებს, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესებს, დისციპლინურ და სხვა სახის მოთხოვნებს, აგრეთვე, ბრალდებულს აფრთხილებენ დაწესებულების დებულების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის თაობაზე, რომლის გაცნობასაც ბრალდებული ადასტურებს ხელმოწერით. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი. 15. წერა-კითხვის უცოდინარ ბრალდებულს ამ მუხლის მე-14 პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ზეპირი ფორმით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობების პირებს – საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ცოდნის მქონე სპეციალისტის მონაწილეობით, რის შესახებაც უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს ბრალდებული. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.“; ბ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „19. დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებულს, რომლის სამედიცინო შემოწმების დროს დადგინდება, რომ მას ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, დაუყოვნებლივ გაეწევა სამედიცინო მომსახურება დაწესებულებაში ხელმისაწვდომ საექიმო-სამედიცინო პუნქტში. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობისას, განცალკევებით ათავსებენ არამართვადი ინფექციური სენით დაავადებულებს. ხოლო ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით გადამდები საშიში ინფექციით ინფიცირებული პირის დაწესებულებიდან გადაყვანა ხდება დაუყოვნებლივ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეპიდზედამხედველობის ქვეშ, იზოლირებულად. ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით გადამდები საშიში ინფექციით ინფიცირებული ბრალდებული დაწესებულებიდან გადაყვანამდე თავსდება განცალკევებით, რის თაობაზეც სამედიცინო პერსონალის მიმართვის საფუძველზე დაწესებულების დირექტორი გამოსცემს ბრძანებას.“. 8. მე-16 მუხლის: ა) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. დაწესებულებაში მიღებისას მსჯავრდებულს, რომლის სამედიცინო შემოწმების დროს დადგინდება, რომ მას ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, დაუყოვნებლივ გაეწევა სამედიცინო მომსახურება დაწესებულებაში ხელმისაწვდომ საექიმო-სამედიცინო პუნქტში. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობისას, განცალკევებით ათავსებენ არამართვადი ინფექციური სენით დაავადებულებს. ხოლო ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით გადამდები საშიში ინფექციით ინფიცირებული პირის დაწესებულებიდან გადაყვანა ხდება დაუყოვნებლივ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეპიდზედამხედველობის ქვეშ, იზოლირებულად. ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით გადამდები საშიში ინფექციით ინფიცირებული მსჯავრდებული დაწესებულებიდან გადაყვანამდე თავსდება განცალკევებით, რის თაობაზეც სამედიცინო პერსონალის მიმართვის საფუძველზე დაწესებულების დირექტორი გამოსცემს ბრძანებას.“; ბ) მე-20 და 21-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „20. შიდა კლასიფიკაციის საკანში მოთავსებისას დაწესებულების სოციალური ან/და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურე მსჯავრდებულს წერილობით გააცნობს სასჯელის მოხდის პირობებს, თავის უფლებებს და მისდამი დაწესებულების მოსამსახურეების მოპყრობის წესებს, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესებს, დისციპლინურ და სხვა სახის მოთხოვნებს, აგრეთვე მსჯავრდებული გაფრთხილდება დაწესებულების დებულების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის თაობაზე, რომლის გაცნობასაც მსჯავრდებული ადასტურებს ხელმოწერით. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი. 21. წერა-კითხვის უცოდინარ მსჯავრდებულს ამ მუხლის მე-20 პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ზეპირი ფორმით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობების პირებს – საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ცოდნის მქონე სპეციალისტის მონაწილეობით, რის შესახებაც უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს მსჯავრდებული.“. 9. მე-17 მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები: „7. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახიდან გამოყვანა მისი დეესკალაციის ოთახში მოთავსების საფუძვლების აღმოფხვრამდე, გარდა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევისა და დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის შემთხვევებისა. გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევისა და დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის შემდგომ, ბრალდებული/მსჯავრდებული ბრუნდება დეესკალაციის ოთახში, თუ არ აღმოფხვრილა უკან დაბრუნების შესაბამისი საფუძველი. 8. შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, დეესკალაციის ოთახიდან ბრალდებულის/მსჯავრდებულის გამოყვანა დასაშვებია საგამოძიებო ან/და სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მიღების მიზნით, რის შემდგომ, ბრალდებული/მსჯავრდებული ბრუნდება დეესკალაციის ოთახში, თუ არ აღმოფხვრილა დეესკალაციის ოთახში განთავსების შესაბამისი საფუძველი.“. 10. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დღის განრიგს, დაწესებულების დირექტორის წარდგინებით, სეზონის გათვალისწინებით, ამტკიცებს დეპარტამენტის დირექტორი.“. 11. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დღის განრიგით გათვალისწინებულ თავისუფალ დროს, დაწესებულების დირექტორის თანხმობით, მსჯავრდებული შეიძლება გადაადგილდეს დაწესებულების ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ხორციელდება სასწავლო/სარეაბილიტაციო პროგრამები, თუ მსჯავრდებული აღნიშნული პროგრამების მონაწილეა – დაწესებულების წარმომადგენლის ზედამხედველობით.“. 12. 26-ე მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის სხვა ბრალდებულების/ მსჯავრდებულების ან სხვა პირების მხრიდან საფრთხის წარმოშობისას, იგი პირადი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ან/და სხვა გარემოების გათვალისწინებით უფლებამოსილია მიმართოს დაწესებულების ნებისმიერ მოსამსახურეს ზეპირი ან წერილობითი განცხადებით სხვა ბრალდებულთაგან/მსჯავრდებულთაგან განცალკევებით მოთავსების თაობაზე. დაწესებულების დირექტორი ვალდებულია, საჭიროებათა გათვალისწინებით, გაატაროს განმცხადებლის პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები."; ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის/უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურის პატაკის საფუძველზე გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, ბრალდებული/მსჯავრდებული შეიძლება მოთავსდეს სამარტოო საკანში არაუმეტეს 24 საათისა.“. 13. 27-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დაწესებულების დირექტორი, ამ დებულების 26-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადების, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის/უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურის პატაკის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, თუ არსებობს ამ დებულების 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლები, იღებს გადაწყვეტილებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულებისაგან/მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსების თაობაზე, არაუმეტეს 90 დღისა, ხოლო დაწესებულების დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, ბრალდებული/მსჯავრდებული სხვა ბრალდებულებისაგან/მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსდება დაწესებულების დირექტორის საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ, მაგრამ არაუმეტეს 24 საათისა.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე მიიღოს გადაწყვეტილება გამოყენებული უსაფრთხოების ღონისძიების შეწყვეტის ან ვადის გაგრძელების თაობაზე. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულთაგან/მსჯავრდებულთაგან განცალკევებით მოთავსების ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს არაერთხელ, თითოეული არაუმეტეს 90 დღისა, ამ დებულების 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრამდე.“. 14. 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) დაწესებულების დირექტორის ბრძანების საფუძველზე, როგორც წესი, საკანში ან/და სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისთვის საჭირო ინვენტარი და დაწესებულების ხელშეწყობით განახორციელოს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია, დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გათვალისწინებით;“. 15. 35-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ავადმყოფებს, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ხანდაზმულებს 65 წლის ასაკიდან უნდა ჰქონდეთ სხვა ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან შედარებით გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო პირობები, დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გათვალისწინებით.“. 16. 38-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მაღაზიაში ყოველთვიურად დახარჯოს არაუმეტეს 500 ლარი. აღნიშნული თანხის ოდენობა შეიძლება გაიზარდოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადების საფუძველზე, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ქვეპუნქტი: „5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადების მიღების შემდეგ, დაწესებულების დირექტორი დასაბუთებული პატაკით მიმართავს დეპარტამენტის დირექტორს თანხის ოდენობის გაზრდის თაობაზე. დეპარტამენტის დირექტორის თანხმობის შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორი გამოსცემს ბრძანებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მაღაზიაში ყოველთვიური ხარჯვის ლიმიტის გაზრდის თაობაზე.". 17. 39-ე მუხლის: ა) მე-12 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს დისციპლინური სახდელის სახით დაკისრებული აქვს ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა.“; ბ) მე-16 და მე-17 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. ამანათის/გზავნილის გახსნა წარმოებს დაწესებულების საამისოდ უფლებამოსილ მოსამსახურეთა მიერ, ამანათის შემომტანი პირის სავალდებულო დასწრებით. აღმოჩენილი ფული, ფასეულობები, აკრძალული ნივთები ამოიღება, აისახება შესაბამის ოქმში და მათთან დაკავშირებით მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. ამანათში/გზავნილში არსებული აკრძალული ნივთები, ნივთიერებები, რომელთა შენახვა/გამოყენება არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, შესაბამისი მიზეზის მითითებით უბრუნდება მის გამომგზავნს (გამომგზავნის ხარჯზე), ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში ეცნობება გამომგზავნს და 5 დღის ვადაში ნადგურდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით. 17. ამანათი/გზავნილი, რომელიც მოსულია სამარტოო საკანში ან დეესკალაციის ოთახში მოთავსებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე, ჩაჰბარდება შესანახად დაწესებულების საამანათო ოთახში და გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამარტოო საკანში/დეესკალაციის ოთახში ყოფნის ვადის დამთავრების შემდეგ.“; გ) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. ამანათიდან/გზავნილიდან იმ ნივთების ან/და ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში, რომელთა ქონა/გამოყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, დაწესებულების უსაფრთხოების მოსამსახურის მიერ დგება შესაბამისი ოქმი, ხდება ამოღებული ნივთების/ნივთიერებების დალუქვა და ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საგამოძიებო ორგანოებს.“. 18. მე-40 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შორის კორესპონდენციის გაგზავნა აკრძალულია.“; ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მის სახელზე მოსული წერილები სამი სამუშაო დღის განმავლობაში იგზავნება მისი ყოფნის ახალ ადგილზე, რომლის თაობაზეც ბრალდებული/მსჯავრდებული გათავისუფლებამდე წერილობითი ფორმით აცნობებს დაწესებულებას. თუ ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა წერილობითი ფორმით არ აცნობა დაწესებულებას ახალი ადგილსამყოფლის შესახებ, მაშინ წერილი უბრუნდება გამომგზავნს.“. 19. 52-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ადვოკატები უნდა ახორციელებდნენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საადვოკატო საქმიანობას.“. 20. 54-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. დაწესებულებაში ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის უნდა შეიქმნას პროფესიული განათლების მიღების პირობები, დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გათვალისწინებით.“. 21. 55-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. შრომის პირობების გათვალისწინებით დაწესებულების დირექტორი ადგენს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ქცევის წესებს დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოო ობიექტებზე. ეს წესები არეგულირებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამუშაოზე მისვლას, საამქროთა უფროსების, შესაბამისი ცოდნის მქონე პირების ან ოსტატების მიერ ინსტრუქტაჟის ჩატარებას, მუშაობის შედეგების შეჯამებას, სამუშაო ადგილების ჩაბარებას და სხვა.“. 22. 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სპორტულ, კულტურულ, შემეცნებით და რელიგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გათვალისწინებით.“. 23. 79-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ბრალდებულის მიმართ დაწესებულებამ შესაძლებელია გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების ფორმები.“. 24. 81-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. 65 წელს გადაცილებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ არ გამოიყენება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახდელი.". 25. 82-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 26. 87-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა შეუძლია დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, თუ სახდელის მიზანი მიღწეულია, რის თაობაზეც დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი გამოსცემს ბრძანებას.“. 27. 88-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 28. 94-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. თავისი ფუნქციების განხორციელების დროს ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდების მიზნით დაწესებულების სამორიგეოს ოპერატიულ მორიგეს უშუალო კონტაქტი აქვს პენიტენციური დეპარტამენტის ოპერატიული მართვისა და კოორდინაციის განყოფილებასთან.“. 29. 95-ე მუხლის 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „23. საგუშაგოს მიღება-გადაბარების თაობაზე წინა და ახალი ცვლის კორპუსის ოფიცრები ხელს აწერენ სამორიგეო ჟურნალში, ხოლო წინა და ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორები – წინა ცვლის საგუშაგო უწყისში. მიღება-გადაბარების შედეგების შესახებ ახალი ცვლის კორპუსის ოფიცერი მოახსენებს ოპერატიულ მორიგეს, რომელიც თავის მხრივ მოახსენებს დაწესებულების დირექტორს ან/და დირექტორის მოადგილეს სამართლებრივი რეჟიმის დარგში და აცნობებს პენიტენციური დეპარტამენტის ოპერატიული მართვისა და კოორდინაციის განყოფილებას.“. 30. 97-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჭიროებიდან გამომდინარე, სამორიგეო ცვლაში დაწესებულების დირექტორის ბრძანებით იქმნება სარეზერვო ჯგუფი.". 31. დანართი №2-ის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. კვების პროდუქტები (არასრულწლოვან ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის, უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთათვის, სამეურნეო სამსახურში ჩარიცხულ მსჯავრდებულთათვის, ტუბერკულოზით/დიაბეტით და სხვა სომატური დაავადებით დაავადებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის) კერძოდ: კიტრი არაუმეტეს 2 კილოგრამისა, პომიდორი არაუმეტეს 2 კილოგრამისა, ყველი არაუმეტეს 1 კილოგრამისა, მოხარშული საქონლის ხორცი არაუმეტეს 2 კილოგრამისა (დაჭრილ მდგომარეობაში), მოხარშული ქათმის ფილე არაუმეტეს 1 კილოგრამისა (დაჭრილ მდგომარეობაში), ხაჭაპური არაუმეტეს 2 ცალისა (დაჭრილ მდგომარეობაში), ლობიანი არაუმეტეს 2 ცალისა (დაჭრილ მდგომარეობაში).“. 32. დანართი №4-ის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. კვების პროდუქტები (არასრულწლოვან ბრალდებულ/მსჯავრდებულთათვის, უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთათვის, სამეურნეო სამსახურში ჩარიცხულ მსჯავრდებულთათვის, ტუბერკულოზით/დიაბეტით და სხვა სომატური დავადებით დავადებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის) კერძოდ: კიტრი არაუმეტეს 2 კილოგრამისა, პომიდორი არაუმეტეს 2 კილოგრამისა, ყველი არაუმეტეს 1 კილოგრამისა, მოხარშული საქონლის ხორცი არაუმეტეს 2 კილოგრამისა (დაჭრილ მდგომარეობაში), მოხარშული ქათმის ფილე არაუმეტეს 1 კილოგრამისა (დაჭრილ მდგომარეობაში), ხაჭაპური არაუმეტეს 2 ცალისა (დაჭრილ მდგომარეობაში), ლობიანი არაუმეტეს 2 ცალისა (დაჭრილ მდგომარეობაში).“. 33. დანართი №9 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №9
დისციპლინური დარღვევის შემდეგ ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების გაცნობის ოქმი
„ ––––––– “ „–––––––––––––––––––––––“ სთ. 20 წ. ქ. ქუთაისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულება ------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------ (დაწესებულების მოსამსახურის თანამდებობა, სახელი და გვარი)
ბრალდებულ/მსჯავრდებულ--------------------------(სახელი, გვარი, მამის სახელი) დისციპლინური დარღვევის ჩადენის შემდეგ გავაცანი პატიმრობის კოდექსითა და დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული უფლებები: უფლება აქვს მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, დისციპლინურ დარღვევის საქმის განხილვისას წარმოდგენილი იყოს საკუთარი ან საზოგადოებრივი ადვოკატის მიერ. აგრეთვე, აქვს ზეპირი მოსმენის დროს დაჯდომის და ჩანაწერების გაკეთების, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გასაჩივრების უფლება.
მსურს მოვიწვიო ადვოკატი ________ დიახ/არა
მსურს მოვიწვიო თარჯიმანი _________ დიახ/არა
მსურს მივცე ახსნა-განმარტება _________ დიახ/არა
ზეპირი მოსმენის შემთხვევაში მსურს დავესწრო სხდომას _________ დიახ/არა
გავეცანი და ვადასტურებ ხელმოწერით: ____________________________________________________
ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელი, გვარი, ხელმოწერა და დრო
უფლებები გავაცანი და ოქმი შევადგინე:
--------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------
დაწესებულების მოსამსახურის თანამდებობა და ხელმოწერა
შენიშვნა: დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახსნა-განმარტება დაერთვის ოქმს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 თებერვლიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები