დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 თებერვლის №9 დადგენილების დანართის №1-ით განსაზღვრულ ,,დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესში“ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/01/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.167.016296 |
5
06/01/2017
ვებგვერდი, 09/01/2017
210020010.35.167.016296
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 თებერვლის №9 დადგენილების დანართის №1-ით განსაზღვრულ ,,დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესში“ცვლილების შეტანის თაობაზე
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 თებერვლის №9 დადგენილების დანართ №1-ით განსაზღვრულ ,,დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 თებერვლის №9 დადგენილების დანართ №1-ით განსაზღვრულ ,,დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესში“ (www.matsne.gov.ge, 11.02.2015, 210020010.35.167.016197).
|
| მუხლი 2 |
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 თებერვლის №9 დადგენილების დანართი №1-ით განსაზღვრულ ,,დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესში“ (შემდგომში –
წესი) განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები:
1. წესის პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,8. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოსაკრებლის ამოსაღებად იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ამ წესის მიხედვით.“. 2. წესის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 7. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებაზე მოსაკრებლების გადახდევინებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს.“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები