დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/01/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020020.35.152.016282 |
|
„დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 თებერვლის №6 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 18/02/2015, 210020020.35.152.016213) შეტანილი იქნეს ცვლილება, კერძოდ:
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 თებერვლის №6 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალაქ დუშეთში, მუნიციპალიტეტში შემავალ დაბებში და დასახლებულ პუნქტებში მოსახლეობისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს ერთ სულზე 0.35 (ოცდათხუთმეტი) ლარით თვეში. 2. დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებულ დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დანართი №2 დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი იურიდიული პირებისათვის
შენიშვნა: მოსაკრებლის გაანგარიშების ფორმულა: მ = წ. დ. ნ. / 12 X ტ. მ – მოსაკრებელი ერთ თვეზე. წ. დ. ნ. – ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა. ტ – 1 მ3 ნარჩენის შეგროვება, ტრანსპორტირების ტარიფი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები