,,საქართველოს ტერიტორიაზე მქმედი დეკრეტული დროის გაუქმებისა და სასარტყელო (გეოგრაფიული) დროის შემოღების შესახებ``

  • Word
,,საქართველოს ტერიტორიაზე მქმედი დეკრეტული დროის გაუქმებისა და სასარტყელო (გეოგრაფიული) დროის შემოღების შესახებ``
დოკუმენტის ნომერი 177
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 24/05/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 54, 25/05/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.002
  • Word
177
24/05/2004
სსმ, 54, 25/05/2004
010.340.000.05.002.002
,,საქართველოს ტერიტორიაზე მქმედი დეკრეტული დროის გაუქმებისა და სასარტყელო (გეოგრაფიული) დროის შემოღების შესახებ``
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №177

2004 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი დეკრეტული დროის გაუქმებისა და სასარტყელო (გეოგრაფიული) დროის შემოღების შესახებ

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის, სახელმწიფოში მიმდინარე ევროინტეგრაციის პროცესებისა და საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დროისა და სიხშირის სახელმწიფო სამსახურის მიერ წარმოდგენილი წინადადებების გათვალისწინებით:

1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ტერიტორიაზე დეკრეტული დროის შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 9 ნოემბრის №636 ბრძანებულება.

2. 2004 წლის 27 ივნისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაუქმდეს დეკრეტული დრო, შემოღებულ იქნეს სასარტყელო (გეოგრაფიული) დრო და 27 ივნისის 03 საათზე მოხდეს საათის ისრების გადაწევა ერთი საათით უკან.

3. მიეცეთ რეკომენდაცია საქართველოს სახელმწიფო დაწესე­ბულებებს და სხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს სამუშაოს დაწყების დრო გადაიტანონ ერთი საათით ადრე.

4. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ს. ზურაბიშვილი) უზრუნველყოს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელი სამდივნოსათვის ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

მ. სააკაშვილი