დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო |
| მიღების თარიღი | 09/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ა ნ გ ა რ ი შ ი
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის გაწეული მუშაობის შესახებ 2016 წლის 09 დეკემბრის მდგომარეობით
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს 2016 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე ხელმძღვანელობს რა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნებით, გარკვეულ მუშაობას ატარებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი – ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტი. დამტკიცებულია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის სამსახურებრივი ინსტრუქცია. საინფორმაციო დაფაზე განთავსებულია პასუხისმგებელი პირის ვინაობა და საკონტაქტო ტელეფონები, სამსახურებრივი ინსტრუქცია და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი.
2016 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის სახელზე შემოსულია 36 მომართვა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დაცვით:
- გაცემულია ინფორმაციების ელექტრონული ვერსიები დაინტერესებულ პირთა მიერ წარმოდგენილ2 ელექტრონულ ფოსტებზე. საჯარო ინფორმაციების ქსეროასლების (ქაღალდური ვერსიის) გაცემაზე მოთხოვნა არ შემოსულა.
- პერიოდულად ხდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტების განთავსება საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.batumicc.ge.
საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის და გასაჩივრების არც ერთ ფაქტს არ ჰქონია ადგილი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები