ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის ანგარიში

  • Word
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
მიღების თარიღი 09/12/2016
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/01/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
09/12/2016
ვებგვერდი, 06/01/2017
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის ანგარიში
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

ა ნ გ ა რ ი შ ი

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის გაწეული მუშაობის შესახებ 2016  წლის 09 დეკემბრის მდგომარეობით

 

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე ხელმძღვანელობს რა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებით, გარკვეულ მუშაობას ატარებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის საქმისწარმოე ბის განყოფილების მთავარი სპეციალისტი. დამტკიცებულია საჯარო ინფორმა ციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის სამსახურებრივი ინსტრუქცია, საინფორმაციო დაფაზე განთავსებულია პასუხისმგებელი პირის ვინაობა და საკონტაქტო   ტელეფონები,   სამსახურებრივი   ინსტრუქცია   და   საქართველოს   კანონი „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ".

2016 წლის 09 დეკემბრის მდგომარეობით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულია 851 მომართვა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით. ამათგან, 827-ზე (24 დამუშავების პროცესშია) გაცემულია საჯარო ინფორმაციები ზოგადი ადმინისტრა ციული კოდექსის მოთხოვნების დაცვით. გაცემული ინფორმაციების ქსეროასლების რაოდე ნობა შეადგენს A4 ფორმატის 58147 გვერდს, გადახდილია საჯარო ინფორმა ციის ასლის გადაღებისათვის მოსაკრებელი თანხა 2097.37 ლარის ოდენობით. ადგილი არ ჰქონია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმას, შესაბამისად, გასაჩივრების ფაქტებიც არ დაფიქსირებულა.