სსიპ - ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ სოჩხეთის საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში

  • Word
სსიპ - ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ სოჩხეთის საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 6160000000X
დოკუმენტის მიმღები სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ სოჩხეთის საჯარო სკოლა
მიღების თარიღი 12/12/2016
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/01/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
6160000000X
12/12/2016
ვებგვერდი, 06/01/2017
სსიპ - ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ სოჩხეთის საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში
სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ სოჩხეთის საჯარო სკოლა

სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ სოჩხეთის საჯარო სკოლის 2016 წლის ანგარიში

 

სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ სოჩხეთის საჯარო სკოლა წარმოგიდგენთ 2016 წლის ანგარიშს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ,,ინფორმაციის თავისუფლების“ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის მე-3 თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არ გაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ სოჩხეთის საჯარო სკოლა წარმოგიდგენთ 2016 წლის ანგარიშს:

ა) სკოლაში სულ 110 მოთხოვნა შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე. საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

ბ) დაკმაყოფილდა 110 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე  მოთხოვნა არ შემოსულა

დ) 2016 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინარული სახდელი არ დადებულა.

ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.

ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის ,,ზ“ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სკოლის ინფორმაციის დამუშავებისა და  გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. სკოლის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.

ამასთან, სკოლის 2016 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით

 

ანგარიში

რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

110

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხობნა

0

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება

0

საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვნა

0

პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა

0

მოთხოვნა პერსონალურიმონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

0

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ

0

დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

0

დირექტორის    მ/შ                                                     ქიშვარდი   გოჩელაშვილი