დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 ივნისის №359 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე`` | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 174 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 19/05/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 53, 21/05/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.05.002.002.941 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №174
2004 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 ივნისის №359 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლისა და „საგადასახადო დავალიანებების და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონის პირველი მუხლის გ) ქვეპუნქტის და მე-9 მუხლის თანახმად:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 ივნისის №359 ბრძანებულება.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შემადგენლობა და კომისიის დებულება.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები