„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 01-2/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 05/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016418
01-2/ნ
05/01/2017
ვებგვერდი, 06/01/2017
470230000.22.035.016418
„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-2/ნ

2017 წლის 5 იანვარი

ქ. თბილისი

„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
 „რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანებით  (www.matsne.gov.ge, 10/04/2009, 470.230.000.22.035.012.988) დამტკიცებული   2.2 დანართის (აკრედიტაციის კრიტერიუმები):

1. მე-2 პუნქტის:
ა) „ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ფსიქიატრიული პროფილი საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 800 ვიზიტზე, ბავშვთა ფსიქიატრია საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 450 ბავშვთა ფსიქიატრიულ ვიზიტზე;

თ) რადიოლოგიური პროფილი საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში    1 000 დიაგნოსტიკურ ვიზიტზე, დოპლეროგრაფია საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 250 დოპლეროგრაფიულ დიაგნოსტიკურ ვიზიტზე;“;

ბ) ,,მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) ყბა-სახის ქირურგია – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 500 ვიზიტზე.“.

2. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „6. ქირურგიული პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 4 რეზიდენტის/მაძიებლისა; თერაპიული პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 6 რეზიდენტის/მაძიებლისა; ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგიის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 2 რეზიდენტის/მაძიებლისა; ბავშვთა ანესთეზიოლოგიის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 2 რეზიდენტის/მაძიებლისა; ბავშვთა რეანიმატოლოგიის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 3 რეზიდენტის/მაძიებლისა; რადიოლოგიური პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 5 რეზიდენტის/მაძიებლისა; სტომატოლოგიური პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 6 რეზიდენტის/მაძიებლისა; სამედიცინო გენეტიკის პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 5 რეზიდენტის/მაძიებლისა; გადაუდებელი მედიცინის პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არაუმეტეს 4 რეზიდენტისა /მაძიებლისა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო