ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №30 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” დამატების შეტანის თაობაზე

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №30 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/12/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.144.016267
25
30/12/2016
ვებგვერდი, 06/01/2017
010260000.35.144.016267
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №30 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” დამატების შეტანის თაობაზე
ქარელის მუნიციპალიტეტი
 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №25

2016 წლის 30 დეკემბერი

ქ. ქარელი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №30 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 ივლისის №30 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” (www.matsne.gov.ge 21/07/2014; 010260000.35.144.016163) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლი და   დაემატოს მე-7 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. შესყიდვების განყოფილების ფუნქციები

 სამსახურის შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს:

 ა) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას;

 ბ) სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას;

გ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებასა და გამოქვეყნებას;

დ)მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ხელშეკრულების  შემუშავებას;

ე) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებას;

ვ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადებას;

ზ)მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი  აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი