დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სტრუქტურული რეფორმების დაჩქარების ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 150 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 19/04/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 19(26), 23/04/1999 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №150
1999 წლის 19 აპრილი
ქ. თბილისი
სტრუქტურული რეფორმების დაჩქარების ღონისძიებათა შესახებ
ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შემაფერხებელი პრობლემების გადაჭრის მოკლევადიან ეფექტიან ღონისძიებათა განხორციელებისა და ეკონომიკაში რეალური დადებითი შედეგების მიღწევისათვის, ყოველნაირი ზომა უნდა იქნეს მიღებული, რომ სტრუქტურული რეფორმების პროგრამა განხორციელდეს, და, რაც მთავარია, სოციალურ სფეროში თითოეულმა მოქალაქემ უმოკლეს ვადაში უნდა მიიღოს სარგებლობა, რათა დარწმუნდეს ეკონომიკური რეფორმების სისწორეში.
სტრუქტურული რეფორმების დასაჩქარებლად საჭირო ღონისძიებათა განხორციელების მიზნით:
1. საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერით განახორციელოს მოკლევადიანი ეფექტიანი ღონისძიებები შემდეგი ხუთი მიმართულებით:
– ფისკალური სიტუაციის ნორმალიზაცია;
– ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ;
– სასოფლო-სამეურნეო მიწებზე უფლებათა მინიჭება;
– დახმარება საშუალო და მცირე მეწარმეთათვის;
– პრივატიზაცია.
2. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ვ. ლორთქიფანიძემ ორგანიზება გაუწიოს სამუშაო ჯგუფებს თითოეული მიმართულებით ეფექტიანი მუშაობისათვის, მიზანმიმართული გახადოს აღნიშნული სამუშაოები აშშ საელჩოსა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან ერთად. სამუშაო ჯგუფები მოამზადებენ პროგრამებს თავიანთი მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით და წარმოუდგენენ საქართველოს პრეზიდენტს ამ ბრძანებულების ხელმოწერიდან ორ კვირაში.
3. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებმა ყოველნაირად შეუწყონ ხელი რეფორმების განხორციელებას ზემოაღნიშნულ ხუთ სფეროში.
4. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა წარმოადგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ თვეში ორჯერ მაინც.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები