„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 212
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 04/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016713
212
30/12/2016
ვებგვერდი, 30/12/2016
040030000.22.027.016713
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №212

2016 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სმართ ლოჯიქის“ (SMART LOGIC) დებულების“ დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 7 აპრილის №18 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 07/04/2014, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016525) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

 ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი და  მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტი უზრუნველყოფს მომსახურების მიმღებ დაწესებულებებში შექმნილ და არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში ცვლილებების შეტანას და ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას, „სმართ ლოჯიქში“ მიმდინარე პროექტების შესრულების პროგრესის მუდმივ შეფასებას და სამომავლო პროექტების ყველა ეტაპის დაგეგმვას, პროექტების რისკებისა და პრობლემების მართვას. აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულებას.

2. ტექნიკური მხარდაჭერის დეპარტამენტი უზრუნველყოფს მომსახურების მიმღებ დაწესებულებებში უკვე არსებული კომპიუტერული სერვისების მხარდაჭერას, გლობალური ქსელის და სერვერების, რომლებზეც მუშაობს უკვე დანერგილი პროგრამები, გამართულ ფუნქციონირებას, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულებას.“.

ბ) მე-3 და 31 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

3.  მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ)  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „სმართ ლოჯიქის“ დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობას მინისტრის ბრძანების საფუძველზე ასრულებს „სმართ ლოჯიქის“ ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბარამიძე