„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №747 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 762
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 04/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 140010000.22.034.016609
762
30/12/2016
ვებგვერდი, 30/12/2016
140010000.22.034.016609
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №747 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №762

2016 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №747 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №747 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/09/2015, სარეგისტრაციო კოდი: 140010000.22.034.016484) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“-„მ6“ ქვეპუნქტები:

„მ1) დეპარტამენტის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, სპეციალური წოდების მინიჭების, წახალისების (გარდა ფულადი პრემიისა), აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით მასალების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის წარსადგენად;

2) დეპარტამენტში შემავალი დანაყოფების სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის წარსადგენად;

3) დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის მივლინების გაფორმება, კონტროლი;

4) დეპარტამენტის მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მიზნით შესაბამისი მასალების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის წარსადგენად;

5) შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე სახელმწიფო სპეციალური წოდებით მისაღები პირებისათვის სპეციალური კონკურსის ორგანიზება;

6) საჯარო ინფორმაციის მომზადება და გაცემა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;“.

4. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ღ1“-„ღ4“ ქვეპუნქტები:

1) დეპარტამენტის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის მიზნით საჭირო მასალების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის გადაგზავნა;

2) დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ჟეტონების აღრიცხვიანობა და გაცემა;

3) დეპარტამენტის მოსამსახურეთა საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის ხანგრძლივობის კონტროლი;

4) დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების (ფულადი პრემია) მიზნით მასალების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის წარსადგენად;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი