დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„შეცდომაში შემყვან პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს მომხმარებლის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას“ − ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 634 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 30/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.019701 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2016 - 08/01/2020)
|
„შეცდომაში შემყვან პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს მომხმარებლის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას“ − ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
„ერთის მხრივ, საქართველოსა და, მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ XXIX დანართით − „მომხმარებელთა პოლიტიკა“, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 55-ე − 58-ე მუხლების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − „შეცდომაში შემყვან პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს მომხმარებლის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან. |
|
ტექნიკური რეგლამენტი
შეცდომაში შემყვან პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხის ქვეშ აყენებს მომხმარებლის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას
|
მუხლი 1
1. ეს ტექნიკური რეგლამენტი ეხება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პროდუქტს, რომელიც არ წარმოადგენს იმ პროდუქტს, რა პროდუქტადაც მომხმარებელი აღიქვამს მას და ამავდროულად საფრთხეს უქმნის მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. 2. პირველ პუნქტში მითითებული პროდუქტი მოიცავს პროდუქტს, რომელიც არ წარმოადგენს საკვებ პროდუქტს, თუმცა აქვს იმგვარი ფორმა, სუნი, ფერი, შეხედულება, შეფუთვა, მარკირება, მოცულობა და ზომა, რომ შესაძლებელია აღნიშნული პროდუქტი მომხმარებლებს, განსაკუთრებით ბავშვებს, აერიოთ საკვებში, მოათავსონ ის პირის ღრუში ან გადაყლაპონ, რაც შესაძლოა საშიში იყოს და გამოიწვიოს გაგუდვა, მოწამვლა, მომნელებელი ტრაქტის პერფორაცია ან გაუვალობა. მუხლი 2. აკრძალულია ამ ტექნიკურ რეგლამენტში მითითებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება, მარკეტინგი, იმპორტი, ექსპორტი ან/და მისი წარმოება. მუხლი 3. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ პროდუქტებზე ზედამხედველობას ახორციელებს სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო (შემდგომში − სააგენტო). მუხლი 4. სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება, რათა ბაზარზე არ განთავსდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პროდუქტები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის დაზიანება. მუხლი 5. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პროდუქტების შესაბამისობის შეფასება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
დოკუმენტის კომენტარები