დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 764 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.034.016611 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის №975 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 24/12/2013, სარეგისტრაციო კოდი – 040030000.22.034.016238) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკადემიის მისიაა სამართლის, მათ შორის, საპოლიციო რეგულირების სფეროში არსებული ცოდნის თავმოყრა, საზოგადოების სერვისზე ორიენტირებული სტანდარტების შემუშავებით მისი განახლება და სწავლების ინოვაციური მეთოდების გამოყენებით საჯარო და კერძო სექტორისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევებითა და ცოდნით აღჭურვილი, მაღალი ღირებულებებისა და პრინციპების, ასევე იურისტისათვის საჭირო უნარ-ჩვევების მქონე კადრების მომზადება.“. 2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკადემიის ძირითადი სტრუქტურული ერთეულებია: ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული, პროფესიული მომზადების სამმართველო და სპეციალური მომზადების ცენტრი.“. 3. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. აკადემიის დამხმარე სტრუქტურული ერთეულები აკადემიის დამხმარე სტრუქტურული ერთეულებია: შსს არქივი, საფინანსო სამსახური, სამეურნეო სამსახური, იურიდიული განყოფილება, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება, საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილება, კვლევისა და ანალიზის განყოფილება, განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების განყოფილება, ენის ცენტრი, ბიბლიოთეკა და კანცელარია.“. 4. მე-11 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები არიან: პრორექტორები, სამართლის სკოლის უფროსი, პროფესიული მომზადების სამმართველოს უფროსი, შსს არქივის დირექტორი, სპეციალური მომზადების ცენტრის უფროსი, ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი და ბიბლიოთეკის უფროსი.“; ბ) მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განიხილავს და აკადემიის რექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიის მოკლევადიან და გრძელვადიან სტრატეგიული განვითარების გეგმებს;“. 5. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს: ა) სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე აკადემიური (მასწავლებელთა) პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატურ შეფასებას და შემდგომი განვითარების წინადადებების შემუშავებას; ბ) შეფასების შიდა და გარე პროცედურებს, რომელთა მიზანია აკადემიაში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება; გ) დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით აკადემიაში სწავლების ხარისხის მაჩვენებელთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას; დ) სხვა საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალ დონეს სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) დანერგვის გზითა და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას.“. 6. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამართლის სკოლის აკადემიური პერსონალი სამსახურში მიიღება ღია კონკურსის წესით „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესდებისა და რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის მოთხოვნათა დაცვით.“. 7. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. აკადემიის დამხმარე სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები 1. შსს არქივი ახორციელებს საარქივო მასალის შენახვას, საცავში დაცული სპეციალური ტიპის ინფორმაციასთან დაშვებასა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესების დაცვით გაცემას, აგრეთვე სხვადასხვა სახის შემოქმედებით, სამეცნიერო-კვლევით (საგამომცემლო, საექსპოზიციო და ა.შ.), საკონსერვაციო (რესტავრაცია, დიგიტალიზაცია, რეზერვაცია) საქმიანობასა და საერთაშორისო მემორანდუმებით ან პროექტებით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს. 2. საფინანსო სამსახური ახორციელებს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის მართვას, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებასა და სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზებას. 3. სამეურნეო სამსახური უზრუნველყოფს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, აკადემიის ტერიტორიაზე პირთა გადაადგილების (შემოსვლა-გასვლის) კონტროლს და ქონების დაცვას. 4. იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს აკადემიის საქმიანობის სამართლებრივ მხარდაჭერას. 5. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება ახორციელებს აკადემიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის კვალიფიციური კადრების მოძიებას, შემოწმებისა და დაკომპლექტების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას. 6. საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილება ახორციელებს აკადემიის სისტემურ, ქსელურ, პროგრამულ და ტექნიკურ მხარდაჭერას. 7. კვლევისა და ანალიზის განყოფილება ახორციელებს აკადემიის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე კვლევებს, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზს. შეიმუშავებს ახალი პროექტების, ინოვაციური იდეებისა და რეკომენდაციების პროექტებს და წარუდგენს აკადემიის ხელმძღვანელობას. 8. განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების განყოფილება შეიმუშავებს სტრატეგიული განვითარების დოკუმენტებს/სამოქმედო გეგმებს და ახორციელებს მათი შესრულების მონიტორინგს. უზრუნველყოფს საერთაშრისო ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებას. ხელს უწყობს აკადემიის პოპულარიზაციას. 9. ენის ცენტრი ახორციელებს აკადემიის სტუდენტების/მსმენელების, სამინისტროს მოსამსახურეების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ხელშეკრულების საფუძველზე სხვა უწყების თანამშრომელთათვის შესაბამის ენაში ტესტირებას, ენის სწავლებას და სწავლების ორგანიზებას. ასევე, აკადემიის საქმიანობის ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი უცხოური კორესპონდენციის თარგმნას და სათარჯიმნო მომსახურებას. 10. ბიბლიოთეკა ახორციელებს საბიბლიოთეკო ფონდის ფორმირებას, დაცვასა და აღრიცხვას, საგამომცემლო საქმიანობას და აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო და სხვა დამხმარე მასალით უზრუნველყოფას, ასევე საბიბლიოთეკო ფონდის მკითხველისათვის ხელმისაწვდომობას. 11. კანცელარია ახორციელებს აკადემიაში საქმისწარმოების ორგანიზებასა და კონტროლს.“. 8. მე-18 და მე-19 მუხლები ამოღებულ იქნეს. 9. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 10. 25-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკადემიაში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, პრორექტორი, სამართლის სკოლის უფროსი, პროფესიული მომზადების სამმართველოს უფროსი, შსს არქივის დირექტორი და მისი მოადგილე, სპეციალური მომზადების ცენტრის უფროსი, ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი, სამმართველოს (მასთან გათანაბრებული სტრუქტურული ქვედანაყოფი) უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე, განყოფილების/ფაკულტეტის უფროსი.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული და ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული აკადემიის საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა პირები.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები