დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №745 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 750 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016597 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №745 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №745 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/09/2015, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016482) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლის: ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) სამინისტროს სპეციალური საკონკურსო კომისიისათვის, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური საკონკურსო კომისიისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების სპეციალური საკონკურსო კომისიისათვის კანდიდატთა შერჩევა, შესწავლა და პოლიციაში მიღება;“; ბ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ) სამინისტროს სისტემაში საკადრო საქმიანობის სამსახურებრივი შემოწმება მოქმედი კანონმდებლობისა და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;“. 2. მე-8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) უზრუნველყოს სამინისტროს სპეციალური საკონკურსო კომისიისათვის, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური საკონკურსო კომისიისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების სპეციალური საკონკურსო კომისიისათვის კანდიდატთა შერჩევა, შესწავლა და პოლიციაში მიღება.“. 3. მე-10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განახორციელოს სამინისტროს სისტემაში საკადრო საქმიანობის სამსახურებრივი შემოწმება მოქმედი კანონმდებლობისა და სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები