დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №739 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 752 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016599 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №739 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №739 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/09/2015, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016476) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილება;“. 3. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9 დეპარტამენტის საორგანიზაციო უზრუნველყოფის განყოფილების კომპეტენციაა: ა) სტრუქტურული ერთეულების ორგანიზებული საქმიანობის კოორდინაცია; ბ) საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოება) ორგანიზება, იმ ბეჭდებისა და შტამპების აღრიცხვა, რომლებიც გამოიყენება საქმისწარმოებისათვის; გ) კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების აღრიცხვა, მათი შესრულების კონტროლი (ვადების მიხედვით); დ) კორესპონდენციის მიღება-გაგზავნა, მომზადებული დოკუმენტების რეგისტრაცია და ადრესატამდე დაგზავნა, საჭიროებისამებრ აღნიშნული დოკუმენტების შესრულების კონტროლი (ვადების მიხედვით); ე) დეპარტამენტის გერბიანი ბლანკების, ბეჭდების გამოყენებისა და შენახვის კონტროლი; ვ) დეპარტამენტის რაიონული სამმართველოს კანცელარიის საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; ზ) დეპარტამენტის საპროტოკოლო მომსახურების უზრუნველყოფა სამინისტროს ადმინისტრაციასთან კოორდინაციით; თ) დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობებში გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზება; ი) შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე სახელმწიფო სპეციალური წოდებით მისაღები პირებისათვის სპეციალური კონკურსის ორგანიზება; კ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, სპეციალური წოდების მინიჭების, წახალისების, აგრეთვე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით მასალების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის წარსადგენად; ლ) დეპარტამენტში შემავალი დანაყოფების სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის წარსადგენად; მ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მიზნით შესაბამისი მასალების მომზადება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის წარსადგენად; ნ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის მიზნით საჭირო მასალების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტისათვის გადაგზავნა; ო) დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის მივლინების გაფორმება, კონტროლი; პ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის ხანგრძლივობის კონტროლი; ჟ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამსახურებრივი ჟეტონების აღრიცხვიანობა და გაცემა; რ) საჯარო ინფორმაციის მომზადება და გაცემა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ს) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების მომზადებაში მონაწილეობა; ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოში სამინისტროს ინტერესების დაცვა, ასევე დეპარტამენტის სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება; ტ) საგანგებო შემთხვევათა დროს მობილიზაციის მიზნით დეპარტამენტის დანაყოფების ინფორმირება; დანაყოფებში სამოქმედო ოპერატიულ გეგმებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების სწორად წარმართვის კონტროლი; უ) სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში დეპარტამენტისთვის გამოყოფილი სახსრების მართვა და მიზნობრივი გამოყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ფ) ყოველი მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვის (ბიუჯეტი) პროექტის მომზადება და სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტისთვის წარდგენა; ქ) გამოყოფილი სახსრების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის (ასევე გეგმის კორექტირების) პროექტის შემუშავება და დეპარტამენტის დირექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენა (პროექტი დამტკიცებამდე შესათანხმებლად უნდა წარედგინოს სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს); დამტკიცებული გეგმის სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის წარდგენა; ღ) დამტკიცებული სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად და სახელმწიფო შესყიდვების პროცედურათა დაცვით საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვების განხორციელება; ყ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებათა მონიტორინგი, შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და შესრულებულ სამუშაოთა მიღება; შ) საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და ანგარიშგება კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად; ჩ) ბალანსის შედგენა და დადგენილ ვადებში სამინისტროს ცენტრალური ბუღალტერიისთვის წარდგენა (პასუხისმგებელია წარდგენილი ბალანსის სისრულეზე, სისწორესა და რეალობაზე); ც) მოსამსახურეთათვის შრომის ანაზღაურების დარიცხვა და დროული გაცემა; ძ) დადგენილი წესის შესაბამისად სალაროს ოპერაციების წარმოება, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შედგენა; წ) ძირითადი აქტივების, მატერიალური მარაგების (მათ შორის, საწვავი, მობილური სატელეფონო ბარათები, მცირეფასიანი აქტივები, სახარჯი მასალები და სხვა) საბუღალტრო აღრიცხვა და დამუშავება; ჭ) ძირითადი აქტივებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების, ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებათა (დებიტორ-კრედიტორები) ინვენტარიზაცია; ხ) ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერისათვის წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ჯ) საფინანსო-სამეურნეო საქმისწარმოების (მათ შორის, საბუღალტრო) დოკუმენტების აღრიცხვა, დადგენილი წესით და ვადებში შენახვა და არქივისათვის ჩაბარება/გადაცემა; ჰ) სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფისათვის შესაბამისი წინადადებების შესწავლა და შემუშავება, სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნისათვის ზრუნვა; ჰ1) სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა, მისი ექსპლუატაციისა და დაცვის კონტროლი; ჰ2) სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების (განთავსების ადგილი, გამოყოფილი ფართობი), სხვადასხვა საინჟინრო სისტემისა და კომუნიკაციის ტექნიკური მომსახურების, მათი ექსპლუატაციის, კომუნალური მომსახურების, სანიტარიულ-ჰიგიენური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის ორგანიზება; ჰ3) დაპროექტების, მშენებლობის, მიმდინარე ანდა კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედამხედველობა; ჰ4) კომუნალური და სხვა გადასახადების გადასახდელად შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა დადგენილი წესით; ჰ5) შესყიდული (გადაცემული) მატერიალური ფასეულობების მიღების, აღრიცხვისა და დასაწყობების, თანამშრომელთა მოთხოვნით მატერიალური ფასეულობების მიწოდების, შესაბამისი მოთხოვნა-მიწოდების დოკუმენტაციის წარმოების ორგანიზება; ჰ6) დეპარტამენტის სარგებლობაში არსებული კომპიუტერული და ორგტექნიკის, კავშირგაბმულობის საშუალებების, მათი მიმდინარე, კაპიტალური შეკეთებისა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ჰ7) დეპარტამენტის სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა; ჰ8) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება; ჰ9) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები