„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1073 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1073 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 745
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016596
745
30/12/2016
ვებგვერდი, 30/12/2016
140130000.22.034.016596
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1073 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №745

2016 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1073 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1073 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 29/12/2011, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016081) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

2. მე-9 მუხლის:      

ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამუშაო პროცესის ანალიზს და შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს;“;  

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რუსთავის ცენტრი (სამსახური) ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“;

გ) მე-4 პუნქტის:

გ.ა) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ.ბ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“–„ნ9“ ქვეპუნქტები:

„ნ1) უზრუნველყოფს საზოგადოებასთან, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობას;

2) უზრუნველყოფს „112“-ის იმიჯის განვითარებას;

3) ხელს უწყობს „112“-ის კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბებას;

4) უზრუნველყოფს „112“-ის შესახებ საზოგადოების ცალკეული მიზნობრივი ჯგუფების ინფორმირებულობას;

5) უზრუნველყოფს მედიასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავებას და კომუნიკაციის მართვას;

6) უზრუნველყოფს, მათ შორის კრიზისულ სიტუაციებში, საზოგადოებასთან კომუნიკაციის მართვას;

7) „112“-ის საჭიროებათა გათვალისწინებით გეგმავს და ახორციელებს მარკეტინგულ კვლევებს და აღნიშნულ კვლევებზე დაყრდნობით გეგმავს მარკეტინგულ კამპანიებს;

8) ახორციელებს „112“-ის ვებგვერდის და სოციალური ქსელების სტრუქტურისა და შინაარსის მართვას;

9) უზრუნველყოფს „112“-ის სერვისების/პროდუქტების და სხვა მიღწევების შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირებას;“;   

დ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) „112“-ის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით შეიმუშავებს „112“-ის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს;“;

ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროექტების მართვის სამსახური:

ა) უზრუნველყოფს „112“-ში ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვას, მათ განახლებასა და გამართულ ფუნქციონირებას;

ბ) უზრუნველყოფს ლოკალური და გლობალური საქსელო კავშირების შექმნას და მათ მდგრად მუშაობას;

გ) უზრუნველყოფს „112“-ის ინფორმაციული ტექნოლოგიების შექმნას, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების ანალიზს, დანერგვასა და შესაბამისი წინადადებების შემუშავებას;

დ) ახორციელებს ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის საშუალებების დანერგვასა და მომსახურებას;

ე) უზრუნველყოფს „112“-ის ინფორმაციული ტექნოლოგიების ფუნქციონირების შიდა პროცესებისა და პროცედურების შესწავლას, ანალიზს და საქმიანობის ოპტიმიზაციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების დანერგვას;

ვ) ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით აწარმოებს კვლევებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის მიზნით;

ზ) უზრუნველყოფს „112“-ის მოსამსახურეთა სამუშაო ადგილების (პერიფერიული მოწყობილობები, პროგრამული უზრუნველყოფა და საკომუნიკაციო საშუალებები) გამართვასა და მდგრად მუშაობას;

თ) უზრუნველყოფს „112“-ის მიერ მესამე პირებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მესამე პირთა ობიექტებზე დამონტაჟებული სახანძრო ან/და აირის უსაფრთხოების სისტემის „112“-თან წვდომის გამართულობას;

ი) ახორციელებს დაკავშირების ალტერნატიული არხების დანერგვის პროცესის ტექნიკურ მხარდაჭერას და შესაბამის მოწყობილობებთან კავშირგაბმულობის უზრუნველყოფას;

კ) უზრუნველყოფს ადგილობრივ, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობას;

ლ) ახორციელებს ამ წესდებით (დებულება) და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“;

ვ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი