„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/02/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 16, 11/02/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 19/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
  • Word
30
09/02/2010
სსმ, 16, 11/02/2010
000000000.00.000.000000
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №30

2010 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №54, მუხლი 462) დამტკიცებულ დე­ბულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატე­ბები:

1. მე-8 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1“ ქვეპუნქტი:

„ჟ1) კომპეტენციის ფარგლებში ადამიანური რესურსების მართვის ანალიზის უზრუნველყოფა;“.

3. 37-ე მუხლის:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ცი­ით:

„ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის ორგანოების ერთიანი საინფორმაციო სისტემის შექმნა, მისი საიმედო და ეფექტიანი მომსახურება;

ბ)  სამინისტროს  ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოებისათვის საინტერესო ინფორმა­ციის შეგ­როვება, სისტემატიზაცია და მათი დაინტერესებული სტრუქტუ­რული ერთეულებისათვის გადამუშავებული სახით  მიწოდება;“;

ბ) „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ციით:

„ვ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს სის­ტემის ორგანოებისა და მათი ტერიტორიული ორგანოების სტან­დარტული საინფორმაციო სისტემებით უზრუნველყოფა და მათ­თვის ტექნიკური საშუალებების მიწოდების აუცილებლობისა და სტანდარტების განსაზღვრა;

ზ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატს, სამინისტროს სისტე­მაში შემავალ ორგანოებსა და მათ ტერიტორიულ ორგა­ნოებს შორის საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებათა გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და შესაბამისი პროგრამული უზრუნ­ველ­ყოფის კონფიგურირება, სამინისტროს ლოკალური კომპიუტე­რუ­ლი ქსელის მომსახურება;

თ) ახალი პროგრამული პროდუქტების შემოწმება სამინის­ტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოების სპეციფიკის გათვალისწინებით და ამ პროგრამული პროდუქტების დანერგვა მათ შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებში, პროგრამულ პროდუქ­ტებში ცვლილებების შეტანა ახალ მოთხოვნილებათა გათვალის­წი­ნებით, შესული ინფორმაციის დამუშავების მეთოდებისა და ალგო­რითმების გამოკვლევა და დადგენა, მათ საფუძველზე ტექნი­კური პროექტებისა და დავალებების შემუშავება;“;

გ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ერთიან საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით ანა­ლი­ტიკურ-სტატისტიკური ელექტრონული ფორმების შემუშავება და ამ ფორმებით სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინის­ტროს სისტემის ორგანოების შესაბამისი სტრუქტურული ერთეუ­ლების უზრუნველყოფა;“;

დ) 37-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქ­ტი:

„კ1) მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შესა­ბამის უწყებებთან თანამშრომლობა ინფორმაციის ელექტრო­ნული ფორმით ურთიერთგაცვლის უზრუნველსაყოფად;“.

4. მე-40 მუხლი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 23 თებერვ­ლიდან.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური