დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრების მიერ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესი | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 621 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020010.10.003.019688 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2016 - 25/04/2017)
|
საქართველოს მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრების მიერ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესი
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნების შესრულების მიზნით:
1. საქართველოს მინისტრებმა და სახელმწიფო მინისტრებმა უზრუნველყონ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება არაუგვიანეს 2017 წლის 1 მარტისა, №1 დანართის შესაბამისად. 2. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს სამინისტროებმა და სახელმწიფო მინისტრის აპარატებმა მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების დამტკიცებულ საშტატო ნუსხებში ცვლილების შეტანის მიზნით: ა) იხელმძღვანელონ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული №1 დანართით; ბ) საქართველოს მთავრობასთან შესათანხმებელი პროექტის განმარტებით ბარათს თან დაურთონ საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ ინფორმაცია №2 დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
ინფორმაცია 2017 წლის საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შესახებ
|
შენიშვნა: *წოდებრივი სარგოს, კომპენსაციის და ჰონორარის წლიური ოდენობა ივსება ცალ-ცალკე სვეტებად , ასეთის არსებობის შემთხვევაში. ** წლიური შრომის ანაზღაურება უნდა მოიცავდეს შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის "შრომის ანაზღაურების" მუხლით გათვალისწინებულ ყველა გასაცემელს. დანართი №2 ინფორმაცია 2017 წლის საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შესახებ
შენიშვნა: *წოდებრივი სარგოს, კომპენსაციის და ჰონორარის წლიური ოდენობა ივსება ცალ-ცალკე სვეტებად , ასეთის არსებობის შემთხვევაში. ** წლიური შრომის ანაზღაურება უნდა მოიცავდეს შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის "შრომის ანაზღაურების" მუხლით გათვალისწინებულ ყველა გასაცემელს.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები