დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 346 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 30/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.016923 |
|
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებული ინსტრუქციის:
|
1.
23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც“ ქვეპუნქტი:
„ც) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-100 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსუბუქი ავტომობილის ტრანსპორტირების დაწყების თარიღის დასადგენად: ც.ა) კონოსამენტი, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს საზღვაო გადამზიდავის მიერ ამ საქონლის (ტვირთის) გემზე მიღების თარიღი, ან ც.ბ) საზღვაო გადამზიდავის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მსუბუქი ავტომობილის საზღვაო კონტეინერში ჩატვირთვასა და გამომგზავნ საზღვაო პორტში მიღებას 2017 წლის 1 იანვრამდე. ამასთან, ასეთი დოკუმენტი, სხვა მონაცემებთან ერთად უნდა შეიცავდეს კონტეინერის ნომერს და მსუბუქი ავტომობილის საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერს.“. |
2.
51-ე მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ, სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას მასში მითითებული მონაცემების გადატანილი საჭის არსებობის რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს შეუძლია მოითხოვოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ექსპერტიზის ჩატარება ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტესტირების ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტის ან შესაბამისი მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოში არსებული წარმომადგენლობის მიერ გაცემული დოკუმენტის წარმოდგენა.“.
|
მუხლი 2 |
ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, მსუბუქი ავტომობილის ტრანსპორტირების დაწყების თარიღის დასადგენად საზღვაო გადამზიდავის მიერ გაცემული დოკუმენტი საგადასახადო ორგანოს უნდა წარედგინოს ამ ბრძანების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.“.
|
მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები