დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქვეყანაში თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ`` საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე`` | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 147 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 26/04/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 46, 30/04/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.000.000.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №147
2004 წლის 26 აპრილი
ქ. თბილისი
„ქვეყანაში თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ქვეყანაში თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 15 ოქტომბრის №582 ბრძანებულებაში („საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული“,1997 წელი, №19, გვ. 62) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტით დამტკიცებულ №2 დანართში ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს ახალი რედაქციით:
„ივანე მერაბიშვილი – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, კომისიის თავმჯდომარე
გიორგი პაპუაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ზურაბ ადეიშვილი – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი
გიორგი ბარამიძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
გელა ბეჟუაშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნიკოლოზ ვაშაკიძე – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე
გიორგი იუკურიძე – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი
არჩილ ლეჟავა – ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა განყოფილების უფროსი, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი
სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ირაკლი რეხვიაშვილი – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი
თამაზ ჩუტკერაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსის მოადგილე
მიხეილ ჯანიკაშვილი – კომისიასთან არსებულ ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები