დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 210 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.016711 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.07.2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016589) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მარკეტინგისა და მომსახურების განვითარების სამსახური;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ადმინისტრაციისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი. სამსახურის უფროსის მოადგილე (მოადგილეები) ასრულებს უფროსის მიერ განსაზღვრულ ფუნქციებს.“. 3. მე-9 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მარკეტინგისა და მომსახურების განვითარების სამსახური მარკეტინგისა და მომსახურების განვითარების სამსახურის ფუნქციებია: ა) ბრენდის – „იუსტიციის სახლი“ განვითარებაზე ზრუნვა; ბ) ბრენდის – „იუსტიციის სახლი“ განვითარების მიზნით იდეების გენერირება, ანალიზი, კვლევითი სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება; გ) იუსტიციის სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესის მართვა; დ) ბრენდის – „იუსტიციის სახლი“ მახასიათებლების შესახებ თანამშრომელთა ინფორმირებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება; ე) მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება; ვ) იუსტიციის სახლის ბრენდისთვის საზიანო ფაქტებსა და მოვლენებზე დაუყოვნებლივ რეაგირება; ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის საჭიროებების განსაზღვრა და განხორციელების ორგანიზება, საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება; თ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომელთა კომუნიკაციის ფორმების და შინაარსის შესახებ მითითებების შემუშვება და თანამშრომელთა ინფორმირების უზრუნველყოფა; ი) იუსტიციის სახლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ანალიზი და რეაგირება; კ) იუსტიციის სახლის სტრატეგიული მიზნების შესაბამისად მომსახურების განვითარებაზე ზრუნვა; ლ) სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო დაწესებულების სერვისების იუსტიციის სახლში დანერგვის უზრუნველყოფა; მ) მომსახურების განვითარებისა და ინოვაციების მართვის მიმართულებით, იუსტიციის სახლის შესაძლებლობების გამოსავლენად და გამოვლენილი შესაძლებლობების განხორციელების მიზნით მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება და მისი განვითარება; ნ) მომსახურების განვითარებისა და ინოვაციების დანერგვის მიზნით საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის კვლევა; ო) იუსტიციის სახლში დასანერგი სერვისების წინასწარი ფინანსური ანალიზი, ბიუჯეტის ფორმირების მიზნით სათანადო ინფორმაციის შეგროვება, პროგნოზირება, შესაბამისი პროექტის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; პ) ახალი მომსახურებისა და პროცედურების დანერგვის მიზნით, შესაბამისი ინსტრუქციებისა და ტრენინგისათვის საჭირო მასალების მომზადება; თანამშრომლებისთვის გადამზადების პროცესის ჩატარების უზრუნველყოფა; ჟ) ახალი ან/და არსებული მომსახურების დანერგვა/დახვეწასთან დაკავშირებული პროცესის უზრუნველყოფა, წინასწარი ტესტირება და პროექტის მიმდინარეობაზე დაკვირვება; რ) შემოსავლის გენერირების მიზნით გაყიდვების არხების შექმნის შესაძლებლობების კვლევა, ანალიზი და შესაბამისი წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ს) გაყიდვების გეგმისა და სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა; აუქციონის პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა. მუხლი 10. ხარისხის მართვის სამსახური ხარისხის მართვის სამსახურის ფუნქციებია: ა) მომსახურების მაღალი ხარისხის (მომხმარებლისთვის მარტივად გასაგები, კომფორტული, სწრაფი და უხარვეზო) უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი სტანდარტების შემუშავება, დანერგვა და განვითარება; ბ) იუსტიციის სახლის მომსახურების ხარისხის შეფასების და ამაღლების მიზნით კვლევის ამოცანების განსაზღვრა, კვლევის ჩატარების და უკუკავშირის უზრუნველყოფა; გ) უკუკავშირის განხორციელების სტანდარტის შემუშავება, დანერგვა და განვითარება; დ) მომხმარებელთა მომსახურებასთან დაკავშირებული პროცესების ანალიზი, კვლევებისა და უკუკავშირის შედეგების საფუძველზე, არსებული ან შესაძლო პრობლემების ან/და ხარვეზების იდენტიფიცირება, ანგარიშის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ე) სერვისის მიწოდების პროცესის დაკვირვება, არსებული ხარვეზების დროული იდენტიფიცირება, ანალიზი და გადაწყვეტის გზების შესახებ შესაბამისი ბიზნესამოცანის ჩამოყალიბება; მომსახურების პროცედურების ოპტიმიზაციის იდეების გენერირება; ვ) იუსტიციის სახლის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებული თანამშრომლობით ბიზნეს-ამოცანის სრულყოფილად ჩამოყალიბება; ზ) ფილიალებიდან და სატელეფონო ცენტრიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, წინადადებებისა და რეკომენდაციების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; თ) იუსტიციის სახლის სერვისების შეუფერხებლად მიწოდების მონიტორინგი, ამ მიზნით სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი; ი) მომსახურების პროცესში ერთიანი მიდგომებისა და სტანდარტიზებული პროცედურების დანერგვის მიზნით ფილიალებისა და სატელეფონო ცენტრისათვის მითითებებისა და ინსტრუქციების მიწოდება; კ) მომსახურების ხარისხის ამაღლებისთვის რეკომენდაციების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.“. 4. მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს. 5. მე-15 მუხლი ამოღებულ იქნეს. 6. 161 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „161. ადმინისტრაციისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური ადმინისტრაციისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციებია: ა) აღმასრულებელი დირექტორის ან/და სამსახურების მიერ ინიციირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება თანამშრომლებისთვის; საჭიროების შემთხვევაში, მათი შესაბამისი ინსტრუქტაჟით უზრუნველყოფა; ბ) შიდაორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით ერთგვაროვანი მიდგომების ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად, თანამშრომლებთან კომუნიკაცია; გ) სამსახურებისა და ფილიალების მიერ თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადების კოორდინირება; დ) შესაბამის სამსახურებთან ერთად იუსტიციის სახლის საქმიანობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების უზრუნველყოფა; ე) იუსტიციის სახლის წარმომადგენლობითი საკითხების (მათ შორის, საზღვარგარეთის ქვეყნებში) დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია; ვ) დელეგაციების მიღებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, დელეგაციების ვიზიტების პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვა, სტუმრების მიღება-გაცილება და სხვადასხვა ოფიციალურ პირთან შეხვედრების ორგანიზება; ზ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; თ) იუსტიციის სახლში მიმდინარე საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოების) პროცესის წარმართვა და ორგანიზება; ი) საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და არქივირება; კ) იუსტიციის სახლში გამოსაყენებელი დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების შემუშავება და ადმინისტრირება; ლ) იუსტიციის სახლის შენობაში გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; მ) იუსტიციის სახლის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ნ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და ექსპერტიზა და ვიზირება; ო) ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და გადაწყვეტილების პროექტების მომზადება; პ) სასამართლო დავებზე იუსტიციის სახლის წარმომადგენლობა; ჟ) იუსტიციის სახლის სახელით დასადები ხელშეკრულებების (გარდა შრომითი ხელშეკრულებებისა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებისა) მომზადება და ხელმოწერის პროცესის ორგანიზება; რ) იუსტიციის სახლის სახელით დასადები სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების და შრომითი ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება; ს) იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებით შესამუშავებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა და მათი მიღების პროცესში ჩართულობა; ტ) იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და მათ შესახებ იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობის, სამსახურების და ფილიალების დროული ინფორმირება; უ) ფილიალებისა და სატელეფონო ცენტრის ფუნქციების შესასრულებლად სიახლეების, პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის, ინსტრუქციებისა და მითითებების დროული მიწოდება; ფ) იუსტიციის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებით იუსტიციის სახლის თანამშრომლებისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა; ქ) ფილიალებისა და სატელეფონო ცენტრის ორგანიზაციული მხარდაჭერა.“. 7. 26-ე მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) ფილიალის თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, თანამშრომელთა გადამზადების საჭიროების განსაზღვრა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები