დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პოპულარიზაციის, რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/19 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 31/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.054.016228 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2016 - 01/06/2017)
|
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პოპულარიზაციის, რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
|
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პოპულარიზაციის, რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციისა და რეგიონალური პროგრამების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის №05/04 ბრძანება. |
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 31 დეკემბრიდან.
|
|
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პოპულარიზაციის, რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
მუხლი 1.
პოპულარიზაციის, რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი |
პოპულარიზაციის, რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ა.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ა.გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ა.დ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; ა.ე) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“. ბ) უმაღლესი განათლება: სავალდებულო – ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; უცხო ენა: სავალდებულო - ინგლისური ძალიან კარგად. გ) სამუშაო გამოცდილება – არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, ხელმძღვანელ თანამდებობაზე 5 წლის გამოცდილება; საჯარო სამსახურში მუშაობის 5 წლის გამოცდილება; ადამიანური რესურსების მართვის გამოცდილება; კულტურის სფეროში პროექტების მართვის გამოცდილება. დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. ე) საჭირო უნარ-ჩვევები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი, მოლაპარაკების წარმოების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, გაწონასწორებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალობა, გადაწყვეტილების სწრაფი მიღების უნარი, ანალიტიკური აზროვნების უნარი. |
მუხლი 2.
პოპულარიზაციის, რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე |
პოპულარიზაციის, რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ა.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ა.გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ა.დ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; ა.ე)საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“. ბ) უმაღლესი განათლება: სავალდებულო – ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. გ) სამუშაო გამოცდილება – არანაკლებ 4 წლის გამოცდილება, ხელმძღვანელ თანამდებობაზე 2 წლის გამოცდილება; კულტურის სფეროში პროექტების მართვის გამოცდილება; საჯარო სამსახურში მუშაობის 2 წლის გამოცდილება. დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. ე) საჭირო უნარ-ჩვევები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი, მოლაპარაკების წარმოების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, გაწონასწორებულება, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალობა, გადაწყვეტილების სწრაფი მიღების უნარი, ანალიტიკური აზროვნების უნარი. |
მუხლი 3.
პოპულარიზაციის, რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი |
პოპულარიზაციის, რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ა.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ა.გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ა.დ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; ა.ე) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“. ბ) უმაღლესი განათლება: სავალდებულო – ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; უცხო ენა: სავალდებულო – ინგლისური ძალიან კარგად. გ) სამუშაო გამოცდილება – არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, კულტურის სფეროში განხორციელებული პროექტების მართვის გამოცდილება; საერთაშორისო პროექტების მართვის გამოცდილება. დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. ე) საჭირო უნარ-ჩვევები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი, მოლაპარაკების წარმოების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, გაწონასწორებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალობა, გადაწყვეტილების სწრაფი მიღების უნარი, ანალიტიკური აზროვნების უნარი. |
მუხლი 4.
პოპულარიზაციის, რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის პოპულარიზაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი |
პოპულარიზაციის, რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის პოპულარიზაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ა.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ა.გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ა.დ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; ა.ე) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“. ბ) უმაღლესი განათლება: სავალდებულო – ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; უცხო ენა: სავალდებულო – ინგლისური კარგად. გ) სამუშაო გამოცდილება – არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. კულტურის სფეროში განხორციელებული პროექტების მართვის გამოცდილება. დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. ე) საჭირო უნარ-ჩვევები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი, მოლაპარაკების წარმოების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, გაწონასწორებულება, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალობა. |
მუხლი 5.
პოპულარიზაციის, რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის პოპულარიზაციის სამმართველოს სპეციალისტი |
პოპულარიზაციის, რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის პოპულარიზაციის სამმართველოს სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ა.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ა.გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ა.დ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; ა.ე) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“. ბ) უმაღლესი განათლება: სავალდებულო – ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; უცხო ენა: სავალდებულო – ინგლისური კარგად. გ) სამუშაო გამოცდილება – არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება. კულტურის სფეროში განხორციელებული პროექტების მართვის გამოცდილება. დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. ე) საჭირო უნარ-ჩვევები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი, მოლაპარაკების წარმოების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, გაწონასწორებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალობა. |
მუხლი 6.
პოპულარიზაციის, რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის რეგიონალური პროგრამების სამმართველოს უფროსი |
პოპულარიზაციის, რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის რეგიონალური პროგრამების სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ა.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ა.გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ა.დ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; ა.ე) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“. ბ) უმაღლესი განათლება: სავალდებულო – ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; უცხო ენა: სავალდებულოა არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა, ძალიან კარგად. გ) სამუშაო გამოცდილება – არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; კულტურის სფეროში მუშაობის გამოცდილება; პროექტების მართვის გამოცდილება. დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. ე) საჭირო უნარ-ჩვევები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი, მოლაპარაკების წარმოების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, გაწონასწორებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალობა, გადაწყვეტილების სწრაფი მიღების უნარი, ანალიტიკური აზროვნების უნარი. |
მუხლი 7.
პოპულარიზაციის, რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის რეგიონალური პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი |
პოპულარიზაციის, რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის რეგიონალური პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ა.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ა.გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ა.დ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; ა.ე) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“. ბ) უმაღლესი განათლება: სავალდებულო – ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; უცხო ენა: არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა, კარგად. გ) სამუშაო გამოცდილება – არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; კულტურის სფეროში განხორციელებული პროექტების მართვის გამოცდილება. დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. ე) საჭირო უნარ-ჩვევები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი, მოლაპარაკების წარმოების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, გაწონასწორებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალობა. |
მუხლი 8.
პოპულარიზაციის, რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი |
პოპულარიზაციის, რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ა.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ა.გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ა.დ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; ა.ე) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“. ბ) უმაღლესი განათლება: სავალდებულო მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; უცხო ენა: სავალდებულოა არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა, კარგად. გ) სამუშაო გამოცდილება – სამუშაო გამოცდილება – არანაკლებ 8 წლის გამოცდილება, საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება; ხელმძღვანელ თანამდებობაზე არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; კულტურის სფეროში პროექტების მართვის გამოცდილება; ადამიანური რესურსების მართვის გამოცდილება. დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. ე) საჭირო უნარ-ჩვევები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი, მოლაპარაკების წარმოების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, გაწონასწორებულება, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალობა, გადაწყვეტილების სწრაფი მიღების უნარი, ანალიტიკური აზროვნების უნარი.
|
მუხლი 9.
პოპულარიზაციის, რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი |
პოპულარიზაციის, რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ა.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ა.გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ა.დ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; ა.ე) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“. ბ) უმაღლესი განათლება: სავალდებულო – ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; უცხო ენა: სავალდებულოა არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა კარგად. გ) სამუშაო გამოცდილება – არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; კულტურის სფეროში განხორციელებული პროექტების მართვის გამოცდილება. დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. ე) საჭირო უნარ-ჩვევები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი, მოლაპარაკების წარმოების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, გაწონასწორებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალობა.
|
მუხლი 10.
პოპულარიზაციის, რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს სპეციალისტი |
პოპულარიზაციის, რეგიონალური პროგრამებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ა.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ა.გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ა.დ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; ა.ე) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“. ბ) უმაღლესი განათლება: სავალდებულო – ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; უცხო ენა: სავალდებულოა არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა, კარგად. გ) სამუშაო გამოცდილება – არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, კულტურის სფეროში გამოცდილება, კულტურის სფეროში განხორციელებული პროექტების მართვის გამოცდილება. დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. ე) საჭირო უნარ-ჩვევები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი, მოლაპარაკების წარმოების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, გაწონასწორებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალობა.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები