„ტექნიკური რეგლამენტი – საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 610
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019677
610
29/12/2016
ვებგვერდი, 30/12/2016
300160070.10.003.019677
„ტექნიკური რეგლამენტი – საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №610

2016 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტი – საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტი – საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/09/2015, 300160070.10.003.018859) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის (ტექნიკური რეგლამენტი – საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმები):

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „ნახევრადკრიტიკული“ საგნები შეხებაშია ლორწოვან გარსებთან ან დაზიანებულ კანთან, ზედაპირის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში. ასეთი საგნები თავისუფალი უნდა იყოს მიკროორგანიზმებისაგან და ამიტომ ექვემდებარება მაღალი დონის დეზინფექციას (პასტერიზაცია ან ქიმიური დეზინფექცია). ამასთან, „ნახევრადკრიტიკული“ საგნების კანისა და სუბმიკოზური შრის დაზიანებულ უბნებთან, სისხლსა და ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტის შემდგომ მათი დამუშავება უნდა მოხდეს ისევე, როგორც „კრიტიკული“ საგნებისა;“.

2. მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ფრჩხილების სერვისისთვის საჭირო აღჭურვილობა და ინსტრუმენტები (რეცირკულაციის სისტემების ჩათვლით) მომხმარებლებს შორის შუალედში ჯერ  უნდა გასუფთავდეს და შემდეგ ჩაუტარდეს საშუალო ან მაღალი დონის დეზინფექცია; კანისა და სუბმიკოზური შრის დაზიანებულ უბნებთან, სისხლსა და ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტის შემდგომ ფრჩხილების სერვისისთვის საჭირო მრავალჯერადი მოხმარების ბასრი ინსტრუმენტები, მათ შორის, მაკრატელი, გამოყენების შემდგომ ექვემდებარება სტერილიზაციას;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი