„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 616
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2016
ძალაში შესვლის თარიღი 31/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.019683
616
29/12/2016
ვებგვერდი, 30/12/2016
280120000.10.003.019683
„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №616

2016 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2014,  280120000.10.003.018378) შეტანილ იქნეს  ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გარდამავალი პერიოდის განმავლობაში (2015 წლიდან-2017 წლის 1 აგვისტომდე) ამ მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ამოქმედების მიუხედავად, ძალას ინარჩუნებს „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებით (შემდგომში − საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილება) დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად შესწავლილი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი პირობითი ერთეული – სარეიტინგო ქულა.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“:

ა) მე-7 მუხლის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) Y4,11 – ოჯახის დეკლარაციის შევსების თვის წინა მე-2 თვეში ოჯახის ყველა წევრის ჯამური პირადი ფულადი შემოსავლების (ხელფასისა და ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით, გარდა სახელმწიფო პენსიის, სოციალური პაკეტისა) და გასულ 12 თვეში ოჯახის სხვა ჯამური ფულადი შემოსავლების 1/12 ნაწილის ჯამი;“;

ბ) მე-15 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრი ერთდროულად მიეკუთვნება ამ მეთოდოლოგიის  №3 ცხრილით განსაზღვრულ რამდენიმე კატეგორიას, მაშინ მას მიენიჭება ის კოეფიციენტი, რომელსაც უფრო მაღალი მნიშვნელობა აქვს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 31 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი