„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 613
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.019680
613
29/12/2016
ვებგვერდი, 30/12/2016
010240030.10.003.019680
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №613

2016 წლის 29 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების  შესახებ“  საქართველოს   კანონის      მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016  წლის 11 თებერვლის  №70 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge,  15/02/2016,  010240030.10.003.019134) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:    

„დ) ეკონომიკური ზრდის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტი −  ეკონომიკური ზრდის პოლიტიკის დაგეგმვის პროცესის წარმართვა, ანალიზი, პოლიტიკის კოორდინაცია, პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი და შეფასება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით; მონიტორინგის პროცესში არსებული ხარვეზების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება აქტივობების მოდიფიცირებისა და რესურსების გადანაწილების, დამატებითი სახსრების მოზიდვის ან შემცირების მიმართულებით; კომპეტენციის ფარგლებში, პოლიტიკის დოკუმენტებისა და

სამოქმედო გეგმების შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება მინისტრისთვის; ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებების იდენტიფიცირება. იდენტიფიცირებული მიმართულების სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნების  შემთხვევაში, შესაბამისი სამოქმედო გეგმების, პროგრამების შემუშავების ორგანიზება, ხოლო სხვა უწყების კომპეტენციას მიკუთვნებული მიმართულების იდენტიფიცირების შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციის მომზადება და ინიცირება;  საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის,  დონორებთან ურთიერთობა ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირების პროცესის დაგეგმვის მიდგომის შემუშავების მიზნით და მისი პერიოდულად გადახედვა და დახვეწა, კომპეტენციის ფარგლებში; ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის ეფექტიანი გზების, განვითარების შესაძლებლობების გამოყენების, სხვადასხვა ინოვაციური გადაწყვეტილებების მოძიება უცხოურ პრაქტიკაში; ეკონომიკის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ან/და ახალი ინიციატივების განხორციელების  თაობაზე დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, ექსპერტებთან, ორგანიზაციებთან, ასოციაციებთან კონსულტაციების უზრუნველყოფა. ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულებებისთვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების, სახელმწიფო ქონების მართვის მიმართულებებითა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დაინტერესებული მხარეების ჩართულობით; ეკონომიკური პოლიტიკის საბჭოს შეხვედრების განსახილველი საკითხების მომზადება, მიღებული გადაწყვეტილების განხორციელების კოორდინაცია; ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი პოლიტიკის, პროგრამების განსახორციელებლად ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია, კომპეტენციის შესაბამისად; სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრისა  და წარმართვის თაობაზე წინადადებების მომზადება;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი