„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 606
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 040150000.10.003.019673
606
29/12/2016
ვებგვერდი, 30/12/2016
040150000.10.003.019673
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №606

2016 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 29/07/2016; 040150000.10.003.019441) და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა) ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფუნქცია 2017 წლის 1 იანვრამდე, შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით, შესაძლებელია, განახორციელოს იმავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იმ დანაყოფმა/თანამშრომლებმა, რომელიც/რომლებიც ამ წესის ამოქმედებამდე უზრუნველყოფდა/უზრუნველყოფდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოსთან არსებული შესაბამისი კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას.“.

2. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფუნქცია 2017 წლის 1 აპრილამდე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით, შესაძლებელია, განახორციელოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იმ სტრუქტურულმა ერთეულმა, რომელიც ამ წესის ამოქმედებამდე უზრუნველყოფდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული შესაბამისი კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი