ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/12/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/01/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 11/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016284
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
39
29/12/2016
ვებგვერდი, 05/01/2017
010250050.35.105.016284
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/01/2017 - 05/01/2018)

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39

2016 წლის 29 დეკემბერი

ქ.ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის  შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის  სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია 2017 წლის 1 იანვრიდან.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ნანავა



დანართი
ზუგდიდის   მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურის   დებულება

მუხლი 1
გამგეობის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის   სამსახური

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის  სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური)  არის  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების    შესაბამისად.

3. სამსახურს აქვს  ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.

4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. ზუგდიდი, შ. რუსთაველის ქ. №90.

მუხლი 2
სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და  სამუშაოთა  აღწერილობით.  სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების    უფროსი.

3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და   სამუშაოთა  აღწერილობით.  განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს  ახორციელებს  განყოფილების  ერთ-ერთი მოხელე.

5. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და  სამუშაოთა    აღწერილობებით.

6.  სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის  შესაბამისად.

7.  სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

 ა) ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება;

 ბ) სოციალური დაცვის განყოფილება.

მუხლი 3
სამსახურის ფუნქციები

1.   სამსახური დადგენილი წესით   უზრუნველყოფს:

ა) ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პროგრამების შემუშავებასა და  განხორციელებას;

ბ)მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას;

გ)  ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტებთან თანამშრომლობასა და მათ მართვას;

დ) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის  საკითხებზე;

ე) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამული ბიუჯეტის პროექტის მომზადებას.

ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების  განხორციელებას.

მუხლი 4
ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება

1. ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება დადგენილი წესით  უზრუნველყოფს:

ა)ჯანმრთელობის  დაცვის  მუნიციპალური  პროგრამების შემუშავებას;

ბ)ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების    კოორდინაციას;

გ)საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას;

დ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებებთან   თანამშრომლობას;

ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების  განხორციელებას.

მუხლი 5
სოციალური დაცვის განყოფილება

1. სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) სოციალური  დაცვის  მუნიციპალური  პროგრამების შემუშავებას;

ბ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისთვის ხელშეწყობას;

გ) ბავშვების, ხანდაზმულების, მრავალშვილიანი და სხვა ოჯახების სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით  ფინანსურ მხარდაჭერას; 

დ) შშმ პირთა სოციალური დაცვისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობას:

ე) გარდაცვლილ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა  და დევნილთა ოჯახების ფინანსურ მხარდაჭერას;

ვ) უსახლკაროთა რეგისტრაციისა და შესაძლებლობის  ფარგლებში თავშესაფრით უზრუნველყოფის ორგანიზებას;

ზ) სოციალური  დაცვის  მუნიციპალურ  დაწესებულებებთან თანამშრომლობას;

თ) გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, ოჯახში ძალადობის პრევენციას, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების საკითხებთან დაკავშირებით პროგრამებისა და დოკუმენტაციის მომზადებას;

ი) ორგანიზაციულ, საინფორმაციო და სხვა სახის დახმარებას, დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზნით;

კ) მოქმედი კანონმდებლობით და  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  სამართლებრივი  აქტებით  განსაზღვრული  სხვა  ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 6
სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა

1. სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამგებლის წარდგინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.