„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 38043
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 26/12/2016
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2017
ძალაში შესვლის თარიღი 26/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016393
  • Word
38043
26/12/2016
ვებგვერდი, 03/01/2017
000000000.00.00.016393
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №38043

2016 წლის 26 დეკემბერი

. თბილისი

გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებმეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზეშემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

:

1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებულ მეთოდურ მითითებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ბარათზე შედეგების გამოყვანის დროს ერთი და იმავე სავადო თარიღის ჩანაწერების შემთხვევაში, მიუხედავად ოპერაციის გატარების თარიღისა, უპირატესობა ენიჭება იმ ჩანაწერებს, რომლებიც იწვევენ საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების გაზრდას, ისე რომ საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების გაზრდის ოპერაციებში დაცული უნდა იყოს თანმიმდევრობა - გადასახადის თანხა, გადასახადის თანხა, რომელსაც საურავი არ ერიცხება, ჯარიმა, საურავი;“;

) 22-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ხაზინიდან გადახდილი თანხების შესახებ მიღებული ინფორმაციით გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის მიხედვით, ყოველდღიური შესრულების მიზნებისათვის ვალდებულებების აღრიცხვა უნდა განხორციელდეს სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ 24 საათამდე, შესაბამისად, ამ ვადამდე დაფიქსირებულ ვალდებულებებზე მოხდება გადახდილი თანხების განაწილება. აღნიშნული დროის შემდეგ დეკლარირებული/დარიცხული ვალდებულებები შესრულების მიზნებისათვის აღირიცხება შემდეგ სამუშაო დღეს.“;

) 23-ე მუხლის პირველი პუნქტის:

. ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ზემოთ აღნიშნული პრინციპით გამოყვანილი ნაშთები (საგადასახადო ვალდებულება), ერთიან ბარათზე გატარდება (დარიცხვით) ჯერ ოპერაციების შინაარსისა და შემდეგ გადასახადების/გადასახდელების სახეების პრიორიტეტის მიხედვით, ხოლო ზედმეტობა გატარდება ჯამურად სხვა გადასახადების ბარათზე (შემცირების ოპერაციით), შემდეგნაირად:

მ.ა) ოპერაციების შინაარსის პრიორიტეტი:

მ.ა.ა) გადასახადის თანხა;

მ.ა.ბ) გადასახადის თანხა, რომელსაც საურავი არ ერიცხება;

მ.ა.გ) ჯარიმა;

მ.ა.დ) საურავი.

მ.ბ) გადასახადების/გადასახდელების სახეების პრიორიტეტი:

მ.ბ.ა) საშემოსავლო გადასახადი;

მ.ბ.ბ) მოგების გადასახადი;

მ.ბ.გ) დღგ, გარდა იმპორტისას გადასახდელი დღგ-ისა;

მ.ბ.დ) იმპორტისას გადასახდელი დღგ;

მ.ბ.ე) აქციზის გადასახადი, გარდა იმპორტისას გადასახდელი აქციზის გადასახადისა;

მ.ბ.ვ) იმპორტისას გადასახდელი აქციზის გადასახადი;

მ.ბ.ზ) იმპორტის გადასახადი;

მ.ბ.თ) ქონების გადასახადი, გარდა მიწაზე ქონების გადასახადისა;

მ.ბ.ი) მიწაზე ქონების გადასახადი (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე);

მ.ბ.კ) მიწაზე ქონების გადასახადი (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე);

მ.ბ.ლ) სალარო აპარატები;

მ.ბ.მ) სხვა ჯარიმები;

მ.ბ.ნ) სხვა გადასახადები (გაუქმებული);

მ.ბ.ო) სხვა (გაუქმებული) გადასახადები.“;

. ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ 1 “ქვეპუნქტი:

„მ1) ანალოგიური პრინციპით გამოყვანილი კორექტირებული ნაშთების გატარებისას უპირატესობა ენიჭება იმ ჩანაწერებს (საწყისი ნაშთების გათვალისწინებით), რომლებიც იწვევენ საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების გაზრდას, ისე რომ საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების გაზრდის ოპერაციებში დაცული უნდა იყოს ჯერ ოპერაციების შინაარსის და შემდეგ გადასახადების/გადასახდელების სახეების პრიორიტეტი.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი