დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/01/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.105.016280 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/01/2017 - 05/01/2018)
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება დანართი შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №13 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 5/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016159); |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია 2017 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება
|
მუხლი 1.
გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური |
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური (ტექსტში შემდგომ – ,,სამსახური”) არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სამსახურში გაწვევას, მობილიზაციას და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით. 4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. ზუგდიდი, შ. რუსთაველის ქ. №79. |
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 3.სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 4.განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 5. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობებით. 6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად. 7. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილება; ბ) რეზერვის რიგითის, სერჟანტისა და ოფიცრის აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის განყოფილება. |
მუხლი 3.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) 17 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა; ბ) 17 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა; გ) მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნა და სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა; დ) მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება; ე) სასწავლო დაწესებულების და ორგანიზაციის ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ“ დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ვ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება; ზ) მოქალაქეთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიის შექმნა; თ) გამწვევი კომისიის მუშაობის ორგანიზება და ახალწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში წარდგენა; ი) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, სერჟანტთა, კაპრალთა და რიგითთა) აღრიცხვის ორგანიზება; კ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის ორგანიზება; ლ)აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა-მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა; მ)სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო-სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება; ნ)თეორიული მეცადინეობის მოწყობა თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებული არიან სამხედო სამსახურზე მობილიზაციის დროს; ო) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების აღრიცხვა და მათთან მუშაობის ორგანიზება; პ) მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში დადგენილი წესით სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა შეტყობინების, გამოცხადებისა და მათი სამხედრო ნაწილებში გაწვევის ორგანიზება; ჟ) მოქალაქეთა საჩივრების და განცხადებების განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, მასში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტა; რ) სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემა იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესებს; ს) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. |
მუხლი 4.
წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილება |
განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) 17 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა: ბ) 17 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა; ოქმის წარმოება; გ) წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნა და აღრიცხვიდან მოხსნილი მოქალაქეების ხელახლა სამხედრო აღრიცხვა; დ) სამხედრო-სააღრიცხვო ბარათების მიხედვით სააღრიცხვო ანბანური წიგნის შევსება; ე) 17 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის ორგანიზებულად ჩატარება; ვ) სასწავლო დაწესებულების და ორგანიზაციის ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ“ დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ზ) წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა: თ) წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიის შექმნა; ი) წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება; კ) გამწვევი კომისიის გადაწყვეტილების ანბანურ და საოქმო წიგნში შეტანა; ლ) გამწვევი კომისიის მუშაობის ორგანიზება და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გამწვევი კომისიის მიერ ახალწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში წარდგენა; მ) გაწვევისაგან გადავადებას ან გათავისუფლებას დაქვემდებარებულ წვევამდელთა ოჯახური მდგომარეობის შესწავლა, კანონმდებლობით გათვალისწინებული, დოკუმენტალურად დადასტურებული შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მონაცემების გამწვევი კომისიისათვის წარდგენა; ნ) გამწვევი კომისიის გადაწყვეტილებების დოკუმენტალური გაფორმება; ო) არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევას დაქვემდებარებულ მოქალაქეებზე სათანადო მასალების შედგენა; პ) სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემა იმ წვევამდელების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესებს; ჟ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამის ორგანოსთან წარსადგენად პირველად სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ანგარიშის მომზადება; რ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. |
მუხლი 5.
რეზერვის რიგითის, სერჟანტისა და ოფიცრის აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის განყოფილება |
განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) სამობილიზაციო რესურსების რეზერვის ოფიცერთა, სერჟანტთა, კაპრალთა და რიგითთა სამხედრო აღრიცხვის ორგანიზება; ბ) რეზერვისტების სპეციალური აღრიცხვის ორგანიზება; გ) არასამხედრო ალტერნატიული, შრომითი სამსახურიდან დათხოვნილი მოქალაქეების აღიცხვის ორგანიზება; დ) რეზერვში ჩარიცხვას დაქვემდებარებულ რეზერვის სერჟანტების, კაპრალებისა და რიგითების საჭირო მასალების თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელ ორგანოში წარდგენა; ე) საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში გასაწვევვად შერჩეული რეზერვისტების პირადი საქმეების შედგენა; ვ) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტების შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა; ზ) სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო-სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება; თ) თეორიული მეცადინეობის მოწყობა თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებული არიან სამხედო სამსახურზე მობილიზაციის დროს; ი) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების აღრიცხვა და მათთან მუშაობის ორგანიზება; კ) შესაბამისი ორგანოებისათვის მასალების გადაცემა იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის წესებს; ლ) მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში დადგენილი წესით სამხედრო სამსახურში რეზერვისტების შეტყობინების, გამოცხადებისა და მათი სამხედრო ნაწილებში გაწვევის ორგანიზება; მ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამის ორგანოსთან წარსადგენად სარეზერვო სამსახურში გაწვევისა და სამობილიზაციო მზადყოფნის ანგარიშების მომზადება; ნ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. |
მუხლი 6.
სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა |
1. სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამგებლის წარდგინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები