შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2667
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022827
  • Word
2667
27/12/2016
ვებგვერდი, 03/01/2017
000000000.00.003.022827
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2667

2016 წლის 27 დეკემბერი

. თბილისი

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ (შემდგომში - კომპანია) ხონის მუნიციპალიტეტის ქალაქ ხონში,   ამორტიზებული წყალარინების სისტემის შემადგენელი კომპონენტის, გამყვანი კოლექტორის რეაბილიტაციის მიზნით, განახორციელოს წყალარინების თვითდენითი გამყვანი კოლექტორის (სიგრძე - 2389 მ; დიამეტრი - 400 მმ) სამშენებლო სამუშაოები 664 374 (ექვსას სამოცდაოთხი ათას სამას სამოცდათოთხმეტი) ლარის ფარგლებში.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (შემდგომში - სამინისტრო) უზრუნველყოს:

ა) „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სამინისტროსათვის განსაზღვრული „რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის ღონისძიებები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 04 07) გათვალისწინებული ასიგნებებიდან ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის კომპანიისათვის გადარიცხვა;

ბ) კომპანიის კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით.

3. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადარიცხული თანხის ხარჯვის თაობაზე ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი