დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კ. სულამანიძის სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2665 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022825 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2665
2016 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
კ. სულამანიძის სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ
„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს 2016 წლის 21 დეკემბრის N3 სხდომის ოქმის გათვალისწინებით 5 წლის ვადით დაინიშნოს კონსტანტინე სულამანიძე სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსად 2017 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები