დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია „Otto Bock HealthCare GmbH-ს“ შორის პროთეზირების სფეროში საგარანტიო მომსახურების შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2662 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022822 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2662
2016 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია „Otto Bock HealthCare GmbH-ს“ შორის პროთეზირების სფეროში საგარანტიო მომსახურების შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულების თაობაზე
1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია „Otto Bock HealthCare GmbH-ს “ შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება პროთეზირების სფეროში საგარანტიო მომსახურების გაგრძელების შესახებ.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში პროთეზირების სფეროში საგარანტიო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები