საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Norrdisk A/S Denmark“-ს შორის გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2656
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022816
  • Word
2656
26/12/2016
ვებგვერდი, 03/01/2017
000000000.00.003.022816
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Norrdisk A/S Denmark“-ს შორის გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2656

2016 წლის 26 დეკემბერი

. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Norrdisk A/S Denmark“-ს შორის გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების თაობაზე

1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „Novo Norrdisk A/S Denmark“-ს შორის „დიაბეტის მართვა“ სახელმწიფო პროგრამის (პროგრამული კოდი: 35 03 03 02), „შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 18 წლისა და უფროსი ასაკის პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფისა“ და „შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ კომპონენტებით გათვალისწინებული სამკურნალო საშუალებების 2017 წლის საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვის მიზნით განხორციელებული ელექტრონული ტენდერების შედეგად გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები:

ა) „შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 18 წლისა და უფროსი ასაკის პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ კომპონენტი - საშუალო/ხანგრძლივი მოქმედების ინსულინის და სწრაფი/ხანმოკლე მოქმედების ინსულინის შესყიდვა; ინსულატარდი® ფლაკონი 100 ს.ე. 10 მლ - 180 000 (ას ოთხმოცი ათასი) ფლაკონი, აქტრაპიდი® ფლაკონი 100 ს.ე. 10 მლ - 136 000 (ას ოცდათექვსმეტი ათასი) ფლაკონი; CPV კოდი - 33600000 (ელექტრონული ტენდერი - SPA160028068);

ბ) „შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ კომპონენტი:

ბ.ა) გლუკაგონის შესყიდვა; შესყიდვის ობიექტი - GlucaGen® HypoKit® წარმოებული რეკომბინანტული დნმ ტექნოლოგიით (1 მგ ფხვნილი ხსნარისთვის, კუნთქვეშა და კანქვეშა საინექციო ფლაკონი + 1 მლ ხსნარი (საინექციო ხსნარი) წინასწარ შევსებული შპრიცი - 800 (რვაასი) საინექციო ნაკრები; CPV კოდი - 33600000 (ელექტრონული ტენდერი - SPA160027930);

ბ.ბ) ხანგრძლივი მოქმედების ინსულინის ანალოგის შესყიდვა; ლევემირი პენფილი 100 სე/მლ 3 მლ საინექციო ხსნარი კარტრიჯი - 3 200 (სამი ათას ორასი) კარტრიჯი; CPV კოდი - 33600000 (ელექტრონული ტენდერი - SPA160027980);

ბ.გ) ხანმოკლე მოქმედების ინსულინის ანალოგის შესყიდვა; ნოვორაპიდი პენფილი 100 სე/მლ 3 მლ საინექციო ხსნარი კარტრიჯი - 2 800 (ორი ათას რვაასი) კარტრიჯი; CPV კოდი - 33600000 (ელექტრონული ტენდერი - SPA160027984).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის ფარგლებში გასაფორმებელ/გაფორმებულ ხელშეკრულებებში ისეთი სახის ცვლილებების/დაზუსტებების შეტანა, რომლებიც არ უკავშირდება ხელშეკრულების მოშლის პირობების ან ხელშეკრულებაში გამოსაყენებელ სამართლად უცხო ქვეყნის სამართლის ან/და დავების გადაწყვეტის მექანიზმად საერთაშორისო არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს საკითხებს, არ საჭიროებს დამატებით საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას.

პრემიერ-მინისტრი                                                    გიორგი კვირიკაშვილი