საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „NOVO NORDISK Health Care AG“-ს შორის გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2655
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022815
  • Word
2655
26/12/2016
ვებგვერდი, 03/01/2017
000000000.00.003.022815
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „NOVO NORDISK Health Care AG“-ს შორის გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2655

2016 წლის 26 დეკემბერი

. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „NOVO NORDISK Health Care AG“-ს შორის გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების თაობაზე

1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „NOVO NORDISK Health Care AG“-ს შორის „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა“ სახელმწიფო პროგრამის (პროგრამული კოდი − 35 03 03 06) „იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ კომპონენტის „ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ ქვეკომპონენტით გათვალისწინებული სამკურნალო საშუალების (რეკომბინანტული, აქტივირებული, კოაგულაციური VII ფაქტორი (rFVIIa) − „NovoSeven®“ – 150 (ას ორმოცდაათი) მილიგრამი) 2017 წლის საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გასაფორმებელი „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულება.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის ფარგლებში გასაფორმებელ/გაფორმებულ ხელშეკრულებაში ისეთი სახის ცვლილებების/დაზუსტებების შეტანა, რომლებიც არ უკავშირდება ხელშეკრულების მოშლის პირობების ან ხელშეკრულებაში გამოსაყენებელ სამართლად უცხო ქვეყნის სამართლის ან/და დავების გადაწყვეტის მექანიზმად საერთაშორისო არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს საკითხებს, არ საჭიროებს დამატებით საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას.

პრემიერ-მინისტრი                                        გიორგი კვირიკაშვილი