დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2653 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022813 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2653
2016 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ (შემდგომში - სამინისტრო) „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამებისათვის − „პენიტენციური სისტემის პოლიტიკის შემუშავება, მართვა და ბრალდებულ/მსჯავრდებულთა ყოფითი პირობების გაუმჯობესება“ (პროგრამული კოდი: 27 01 01, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო), „სრულყოფილი პრობაციის სისტემა“ (პროგრამული კოდი: 27 02, სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო), „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემისათვის თანამშრომელთა მომზადება და პროფესიული განვითარება“ (პროგრამული კოდი: 27 03, სსიპ - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი), 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების ერთობლივი სახელმწიფო შესყიდვა 234 000 (ორას ოცდათოთხმეტი ათასი) ლარის ზღვრული ოდენობით განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები