დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის N58 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 62 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.023.016428 |
|
,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №58 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №58 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 27/12/2016, 010320040.22.023.016424) დამტკიცებულ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5. ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის მიწისა და წიაღის სამმართველოს უფროსი ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის მიწისა და წიაღის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებით; ბ) გარემოსდაცვითი კუთხით საჯარო სამსახურში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ან კერძო სექტორში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება; გ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ნიადაგის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,წიაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №55 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების ცოდნა; ე) სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; ვ) სასურველია გეოინფორმაციულ სისტემასთან (GIS) მუშაობის გამოცდილება; ზ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word – კარგად) ცოდნა.” |
2.
მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 6. ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის მიწისა და წიაღის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის მიწისა და წიაღის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებით; ბ) გარემოსდაცვითი კუთხით საჯარო სამსახურში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ან კერძო სექტორში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; გ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ნიადაგის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,წიაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №55 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების ცოდნა; ე) სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; ვ) სასურველია გეოინფორმაციულ სისტემასთან (GIS) მუშაობის გამოცდილება; ზ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word – კარგად) ცოდნა.” |
3.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7. ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის მიწისა და წიაღის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის მიწისა და წიაღის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:“ ა) უმაღლესი განათლება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებით; ბ) გარემოსდაცვითი კუთხით საჯარო სამსახურში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ან კერძო სექტორში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; გ) მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; დ) საქართველოს კონსტიტუციის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ნიადაგის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,წიაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემებრის №572 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №55 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის დებულების ცოდნა; ე) სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word – კარგად) ცოდნა.” |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები