„ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 3 აგვისტოს №1585 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 3 აგვისტოს №1585 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2652
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022812
  • Word
2652
23/12/2016
ვებგვერდი, 03/01/2017
000000000.00.003.022812
„ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 3 აგვისტოს №1585 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2652

2016 წლის 23 დეკემბერი

. თბილისი

„ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 3 აგვისტოს №1585 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 3 აგვისტოს №1585 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს − 23 555 100 (ოცდასამი მილიონ ხუთას ორმოცდათხუთმეტი ათას ასი) ლარი, მათ შორის:

ა.ა) რთვლის ღონისძიებების შეუფერხებელი განხორციელებისათვის − 20 055 100 (ოცი მილიონ ორმოცდათხუთმეტი ათას ასი) ლარი, მათ შორის:

ა.ა.ა) კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში მევენახეობის სფეროში დასაქმებულ ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე სუბსიდიის გაცემის მიზნით − 11 055 100 (თერთმეტი მილიონ ორმოცდათხუთმეტი ათას ასი) ლარი;

ა.ა.ბ) ყურძნის შესყიდვა-გადამუშავებისა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, სს „აკურას“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კაპიტალის გასაზრდელად − 9 000 000 (ცხრა მილიონი) ლარი;

ა.ბ) შპს „მექანიზატორის“ მიერ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ტექნიკურად გამართვისათვის საჭირო ღონისძიებებისა და 2016 წელს წარმოშობილი ვალდებულებების დაფინანსების მიზნით შპს „მექანიზატორის“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კაპიტალის გასაზრდელად − 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი;“.

პრემიერ-მინისტრი                                         გიორგი კვირიკაშვილი