„ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის თაობაზე

  • Word
„ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2649
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/12/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022809
  • Word
2649
23/12/2016
ვებგვერდი, 03/01/2017
000000000.00.003.022809
„ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2 649

2016 წლის 23 დეკემბერი

. თბილისი

„ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის თაობაზე

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლისა და „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში მარაბდა-თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, პროექტირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის პირობებისა და პრინციპების შესახებ“ შეთანხმების მე-6 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მხრიდან საკოორდინაციო საბჭო განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გახარია  – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე;

დავით ხუციშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

ქეთევან სალუქვაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;

გურამ გურამიშვილი – სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბაქო თბილისი ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №2406 განკარგულება.

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი