დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 17 დეკემბრის №2471 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2648 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022808 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2648
2016 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 17 დეკემბრის №2471 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 17 დეკემბრის №2471 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. განისაზღვროს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს გამგეობა შემდეგი შემადგენლობით:
| გიორგი კვირიკაშვილი | - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სააგენტოს გამგეობის თავმჯდომარე; |
| ლევან დავითაშვილი
| - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, სააგენტოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე; |
| დიმიტრი ქუმსიშვილი
| - საქართველოს ფინანსთა მინისტრი, სააგენტოს გამგეობის წევრი; |
| გიორგი გახარია | - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, სააგენტოს გამგეობის წევრი; |
| გიორგი ჩხეიძე
| - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სააგენტოს გამგეობის წევრი; |
| გიორგი ხანიშვილი | - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სააგენტოს გამგეობის წევრი; |
| იური ნოზაძე | - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სააგენტოს გამგეობის წევრი; |
| რევაზ ასათიანი | - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სააგენტოს გამგეობის წევრი.“. |
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები