,,სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის“, ,,სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის“, ,,კომპაქტურ დასახლებებში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაზღვევის“, ,,მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სამედიცინო დაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 2010 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მოსახლეობისათვის გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის“, ,,სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის“, ,,კომპაქტურ დასახლებებში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაზღვევის“, ,,მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სამედიცინო დაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 2010 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მოსახლეობისათვის გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/02/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 14, 05/02/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
28
02/02/2010
სსმ, 14, 05/02/2010
000000000.00.00.000000
,,სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის“, ,,სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის“, ,,კომპაქტურ დასახლებებში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაზღვევის“, ,,მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სამედიცინო დაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 2010 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მოსახლეობისათვის გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა
,,სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის“, ,,სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის“, ,,კომპაქტურ დასახლებებში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაზღვევის“, ,,მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სამედიცინო დაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 2010 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მოსახლეობისათვის გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №28

2010 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

„სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის“, „სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის“, „კომპაქტურ დასახლებებში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაზღვევის“, „მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სამედიცინო დაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 2010 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მოსახლეობისათვის გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის“, „სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის“, „კომპაქტურ დასახლებებში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო დაზღვევის“, „მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სამედიცინო დაზღვევის“ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 2010 წელს ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით მოსახლეობისათვის გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში (სსმ III, 14.12.2009 წ., მუხ. 1798, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2010 წლის 1 მარტამდე განსაზღვროს ამ დადგენილებით დამტკიცებული სადაზღვევო ვაუჩერის პირობების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამკურნალო საშუალებების ნუსხა (ყველაზე გავრცელებული დაავადებების მართვისათვის) და ამ სამკურნალო საშუალებების ექიმის დანიშნულებით ბენეფიციარისათვის მიწოდების ფორმატი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული სადაზღვევო ვაუჩერის პირობების:

ა) მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) სამკურნალო საშუალებების ხარჯებს სამკურნალო საშუალებათა ნუსხის მიხედვით. მზღვეველის მიერ ანაზღაურდება პოლისის წლიური სადაზღვევო ლიმიტის – 50 ლარის ფარგლებში, 50 პროცენტის თანაგადახდით.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერით დაფინანსებული სამედიცინო დაზღვევის პირობები (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობისა) ვრცელდება 2009 წლის „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამისა“ და 2009 წლის „სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის“ მოსარგებლეებზეც. ამასთან, ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობა წარმოადგენს 2010 წლის 1 მარტიდან გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებების სავალდებულო პირობას.“;

გ) მე-5 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თავისუფალი არჩევანის პერიოდის გასვლის შემდეგ ბენეფიციარების მზღვეველებს შორის გადანაწილებას ახორციელებს სააგენტო შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე. თითოეული პროგრამის ფარგლებში გადანაწილება ხდება იმავე პროპორციით, როგორც გადანაწილდა ბენეფიციარები მოცემულ რეგიონში სადაზღვევო ორგანიზაციებს შორის თავისუფალი არჩევანისათვის დაწესებულ პერიოდში. ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ბენეფიციართა შემთხვევაში გადანაწილებისას ერთეულად განიხილება ოჯახი. ბენეფიციართა შემთხვევითი შერჩევით გადანაწილება აგრეთვე დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარისათვის სადაზღვევო ვაუჩერის გადაცემა ვერ ხერხდება ამ დადგენილების №2 დანართით განსაზღვრულ ვადებში დაუძლეველი ძალის არსებობის გამო.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სადაზღვევო ხელშეკრულება ძალაშია დამზღვევის ხელმოწერის გარეშე. სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამისი მზღვეველისათვის დაზღვეულების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სადაზღვევო პერიოდის დაწყებამდე.“;

დ) მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პოლისის ძალაში შესვლიდან 3 წლის შემდეგ დამზღვევს აქვს მზღვეველის შეცვლის უფლება.“;

ე) მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. 2010 წლის 1 იანვრიდან 1 თებერვლამდე პერიოდში გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულების შემთხვევაში თითოეულ დაზღვეულზე გადასახდელი სადაზღვევო პრემია გამოითვლება საბაზისო პრემიის შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით. კერძოდ, სადაზღვევო ხელშეკრულებით პრემიის გადახდა წარმოებს ყოველთვიურად ერთ დაზღვეულზე ვაუჩერის სტანდარტული ღირებულების ერთი მეთორმეტედის პრინციპით და შესაბამისი კოეფიციენტის გამოყენებით:

ა) 0-64 წწ. – 12,93 ლარი (კოეფიციენტი 0,862);

ბ) 65 წელი და მეტი – 21,43 ლარი (კოეფიციენტი 1,429).

4. სააგენტოს მიერ 2010 წლის 1 თებერვლიდან გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებით პრემიის გადახდა წარმოებს ყოველთვიურად ერთ დაზღვეულზე ვაუჩერის სტანდარტული ღირებულების ერთი მეთორმეტედის პრინციპით.“;

ვ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. სააგენტოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება არსებობს დაზღვეული პირის გარდაცვალების შემთხვევაშიც, მაგრამ არა უმეტეს წლიური სადაზღვევო პრემიისა.“;

ზ) მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოჯახებისათვის სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობა შეიძლება შეიცვალოს:

ა) სადაზღვევო პერიოდის დაწყებიდან მე-13 და 25-ე თვიდან ამ პერიოდისათვის ოჯახის წევრთა არსებული შემადგენლობის გათვალისწინებით;

ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც ოჯახის წევრი ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად არ იქნა გათვალისწინებული სადაზღვევო ვაუჩერით მოსარგებლე ოჯახის შემადგენლობაში და ამოიწურა მისი (ოჯახის ამ წევრის) მოქმედი სადაზღვევო ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში პირის სადაზღვევო პერიოდის ათვლა ოჯახის შემადგენლობაში იწყება სადაზღვევო ვაუჩერის გადაცემის დროისათვის მოქმედი სადაზღვევო ხელშეკრულების ამოწურვის მომდევნო დღიდან და არასრული სადაზღვევო წლის შესაბამისი პრემია განისაზღვრება დროის პროპორციულად;

გ) თუ ოჯახის შემადგენლობის ცვლილება გამოწვეულია ოჯახის რომელიმე წევრის დაბადების ან შვილად აყვანის გამო, ამ შემთხვევაში, თუ ოჯახში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ოჯახმა სააგენტოს მიმართა ბავშვის დაბადებიდან ან შვილად აყვანიდან სამი თვის ვადაში, სადაზღვევო პერიოდის ათვლა იწყება ბავშვის დაბადებიდან ან შვილად აყვანის დღიდან, ხოლო სამი თვის შემდეგ მიმართვის შემთხვევაში სადაზღვევო პერიოდის ათვლა მოხდება მიმართვის თვის პირველი რიცხვიდან. დამატებული წევრის არასრული სადაზღვევო წლის შესაბამისი პრემია განისაზღვრება დროის პროპორციულად. ამასთან, სადაზღვევო პერიოდის საწყისი თვის სადაზღვევო პრემია ანაზღაურდება სრულად, მაგრამ არა უადრეს 2010 წლის 1 იანვრისა.“;

თ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობები 2010 წლის 1 იანვრიდან აგრეთვე ვრცელდება 2009 წლის „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის“ მოსარგებლეებზეც.“;

ი) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. 2009 წლის „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამისა“ და 2009 წლის „სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატების ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის“ მოსარგებლეების მოქმედი სადაზღვევო ხელშეკრულებების მოქმედება გრძელდება სადაზღვევო პერიოდის უკანასკნელი თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით, ამასთან, გაგრძელებულ პერიოდზე სადაზღვევო პრემიის დაფინანსება მოხდება დამატებული დღეების პროპორციულად.“;

კ) მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2010 წლის 1 თებერვლიდან გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებების სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრება სამი წლით.

3. სადაზღვევო ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა დასაშვებია სადაზღვევო პერიოდის დაწყებიდან მე-12 ან 24-ე თვის ამოწურვის დროს:

ა) ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოჯახების შემთხვევაში, თუ იმ დროისათვის გაუქმებული აქვთ რეგისტრაცია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ან მინიჭებული სარეიტინგო ქულა აღემატება 70 000-ს;

ბ) თუ გარდაიცვალა ვაუჩერის პირობების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაზღვეული პირი.“.

3. დადგენილების №1 და №2 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური

დანართი №1

 

ბავშვთა  სახლები,  ბავშვთა  სააღმზრდელო დაწესებულებები,  მცირე ტიპის  საოჯახო სახლები,  სკოლა-პანსიონები

იურიდიული მისამართი

 

1

 

სსიპ – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტო

ქ. თბილისი,  ა. წერეთლის გამზირი №144

 

2

სსიპ – ახალგორის  ბავშვთა სააღმზრდელო  დაწესებულება

დაბა ახალგორი, 9 აპრილის ქ. №8

3

სსიპ – თბილისის  №200  სკოლა  პანსიონური მომსახურებით

თბილისი,  ქერჩის  ქ.  №22

4

სსიპ – ქუთაისის სოფ. გუმათის  №2  სკოლა

პანსიონური  მომსახურებით

ქუთაისი, გუმათი,  მარცხ. სანაპირო

5

სსიპ – ახალციხის  სკოლა  პანსიონური

მომსახურებით

ახალციხე,  პეტრე იბერის  ქ.  №17        

6

სსიპ – სიღნაღის რაიონი,  სოფ. ზემო  ბოდბის სკოლა  პანსიონური  მომსახურებით

სიღნაღის  მუნიციპალიტეტი,

სოფ. ზემო ბოდბე

7

სსიპ – ჩოხატაურის რაიონი, სოფ. კოხნარის

№2 სკოლა  პანსიონური მომსახურებით

ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტი,

სოფ. კოხნარი

8

სსიპ – ჭიათურის  №12  სკოლა  პანსიონური მომსახურებით

ჭიათურა,  გაგარინის  ქ. №10

9

სსიპ – თბილისის  №202  უსინათლო  ბავშვთა

სკოლა პანსიონური მომსახურებით

თბილისი,  გუთნის  ქ.  №6

10

სსიპ – თბილისის  №203  ყრუ  და სმენადაქვეითებულ ბავშვთა სკოლა პანსიონური მომსახურებით

თბილისი,  ნუცუბიძის  ქ.  №5

11

სსიპ – ქუთაისის  №45  ყრუ  ბავშვთა  სკოლა

პანსიონური მომსახურებით

ქუთაისი,  ახალგაზრდობის  გამზ.
მე-3 შეს.

12

სსიპ – გურჯაანის  ცერებრალური დამბლით დაავადებულ  ბავშვთა  სკოლა  პანსიონური მომსახურებით

ფარნავაზის  ქ.  №14

13

ქუთაისის  №44  სკოლა  პანსიონური მომსახურებით

ქუთაისი, ჭავჭავაძის  ქ.  №58

14

სამტრედიის  №15  სკოლა  პანსიონური მომსახურებით

ქ. სამტრედია, გრიბოედოვის  ქ.  №47

15

სსიპ – გურჯაანის მუნიციპალიტეტი,

სოფ. კაჭრეთის  №2  სკოლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტი,

სოფ. კაჭრეთი

16

კავშირი „ცისარტყელა“,  ფიზიკური პირი

დავით  დუჩიძე

მცხეთის  მუნიციპალიტეტი,

სოფ. საგურამო

17

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი

ქ. ოზურგეთი,  გაბრიელ  ეპისკოპოსის ქ. №3ა

18

ბრიტანული  საქველმოქმედო  ორგანიზაცია

 Every child

ქ. თბილისი,  ირ. აბაშიძის  ქ. №37

19

არასამთავრობო ორგანიზაცია – ფონდი „პირველი ნაბიჯი“

ქ. თბილისი, ჭავჭავაძის  გამზ.  №74ა

20

ასოციაცია  „საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი“

ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №11ა

21

თელავის  განათლების,  განვითარებისა  და დასაქმების ცენტრი  (2  სახლი)

ქ. თელავი, ჩოლოყაშვილის  ქ. №72

22

ბათუმის  განათლების,  განვითარებისა  და დასაქმების  ცენტრი

ქ. ბათუმი,  ტაბიძის ქ. №2

23

ქუთაისის  განათლების,  განვითარებისა  და დასაქმების  ცენტრი  (2  სახლი)

ქ. ქუთაისი, გრიშაშვილის IV  შესახ. №3

24

კავშირი „ბავშვი და გარემო“, რუსთავი , მცირე საოჯახო  ტიპის  „მხიარული ოჯახი“

ქ. რუსთავი, ბარათაშვილის ქ.  №19

25

საქველმოქმედო  ჰუმანიტარული  ფონდი  „ბრეს (BREATH)  საქართველო“

ქ. ქუთაისი,  კეკელიძის ქ.  №26

26

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ფონდი  „ბრეს (BREATH)   საქართველო“

ქ. თელავი,  გრ.ორბელიანის ქ. №6

27

საქველმოქმედო  ფონდი  საქართველოს კარიტასი

თბილისი,  ნუცუბიძის  მე-2   მ/რ, 3 

28

სსიპ – თბილისის  №198  საჯარო  სკოლა

თბილისი,  ჩიქობავას   ქ.  №29

 


დანართი №2

ბენეფიციარი

სადაზღვევო ვაუჩერების დარიგება

სადაზღვევო ხელშეკრულებების გაფორმების პერიოდი

სადაზღვევო პერიოდის დასაწყისი

სადაზღვევო კომპანიის მიერ სააგენტოში ინფორმაციის წარდგენის ვადა

პროპორციული განაწილების ვადა

სადაზღვევო პერიოდის დასაწყისი პროპორციული განაწილების შემთხვევაში

1

მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“  ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები, რომელთაც ქულა მინიჭებული აქვთ 2009 წლის 1 დეკემბრამდე

2010 წლის 20 მარტის  ჩათვლით

2010 წლის 31 მარტის ჩათვლით

2010 წლის 1 აპრილი

2010 წლის 1 აპრილიდან 10 აპრილის ჩათვლით

2010 წლის  10 აპრილიდან 1 მაისამდე

2010 წლის  1 მაისი

2

მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“  ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები, რომელთაც ქულა მინიჭებული აქვთ 2009 წლის 1 დეკემბრის შემდეგ

ქულის მინიჭების თვის მომდევნო მე-4 თვის 20 რიცხვის ჩათვლით

ქულის მინიჭების თვის მომდევნო მე-4 თვის ჩათვლით

ქულის მინიჭების თვის მომდევნო მე-5 თვის პირველი რიცხვიდან

ქულის მინიჭების თვის მომდევნო მე-5 თვის პირველი  10 კალენდარული დღე

ქულის მინიჭების თვის მომდევნო მე-5 თვის 10 რიცხვიდან მე-6 თვის 1 რიცხვამდე

ქულის მინიჭების თვის მომდევნო  მე-6 თვის 1 რიცხვი

3

მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „ე“  ქვეპუნქტებით განსაზღვრული ბენეფიციარები

კომპეტენტური ორგანოების მხრიდან ბენეფიციარების შესახებ  სიის წარდგენის  თვის მომდევნო  მე-4 თვის  20 რიცხვის  ჩათვლით

კომპეტენტური ორგანოების მხრიდან ბენეფიციარების შესახებ სიის წარდგენის თვის მომდევნო მე-4 თვის ჩათვლით

კომპეტენტური ორგანოების მხრიდან ბენეფიციარების შესახებ სიის წარდგენის თვის მომდევნო მე-5 თვის პირველი რიცხვიდან

კომპეტენტური ორგანოების მხრიდან ბენეფიციარების შესახებ სიის  წარდგენის თვის მომდევნო მე-5 თვის პირველი  10 კალენდარული დღე

კომპეტენტური ორგანოების მხრიდან ბენეფიციარების შესახებ სიის წარდგენის თვის მომდევნო მე-5 თვის 10 რიცხვიდან მე-6 თვის  1 რიცხვამდე

კომპეტენტური ორგანოების მხრიდან ბენეფიციარების შესახებ სიის წარდგენის თვის მომდევნო  მე-6 თვის 1 რიცხვი

4

მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“  ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარები

რეინტეგრაციაში/ მინდობით აღზრდაში გასვლის დღიდან ამ თვის   მომდევნო  მე-4  თვის  20 რიცხვის  ჩათვლით

რეინტეგრაციაში/ მინდობით აღზრდაში გასვლის დღიდან ამ თვის მომდევნო მე-4 თვის  ჩათვლით

რეინტეგრაციაში/ მინდობით აღზრდაში გასვლის დღიდან ამ თვის მომდევნო  მე-5 თვის პირველი რიცხვიდან

რეინტეგრაციაში/ მინდობით აღზრდაში გასვლის დღიდან ამ თვის მომდევნო  მე-5 თვის პირველი  10 კალენდარული დღე

რეინტეგრაციაში/ მინდობით აღზრდაში გასვლის დღიდან ამ თვის მომდევნო  მე-5 თვის 10 რიცხვიდან მე-6 თვის  1 რიცხვამდე

რეინტეგრაციაში/ მინდობით აღზრდაში გასვლის დღიდან ამ თვის  მომდევნო  მე-6 თვის 1 რიცხვი

5

მე-5 მუხლის მე-2  და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ბენეფიციარები (რომლებმაც უარი თქვეს ან მზღვეველმა დატოვა პროგრამა)

სადაზღვევო ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე

სადაზღვევო ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე 15 დღით ადრე

სადაზღვევო ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან 24  საათში

სადაზღვევო ხელშეკრულების ვადის ათვლამდე  15 დღეში

–––––

–––––